მოგზაურობა – ბედნიერების წყაროა

10 Aug 2016

რატომ მივიჩქარით მაღაზიაში მაშინვე, როგორც კი ხელში ფული ჩაგვივარდება? ყოველ ახალ შენაძენთან ერთად თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობთ, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეში ეს სიხარული სადღაც ქრება.

თურმე, ჩვენი ბედნიერების მთავარ მტერს ჩვეულება წარმოადგენს. როგორც კი შენაძენს ვეჩვევით, ცხოვრებით უკმაყოფილობის დონე ისევ იზრდება და ჩვენ მორიგ შენაძენზე ფიქრს ვიწყებთ. ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის კვლევამ ეს მანკიერი წრე გაარღვია. ფსიქოლოგიის პროფესორმა ტომას ჯილოვიჩმა დაამტკიცა, რომ ადამიანი სასურველი ნივთის შეძენისას და მოგზაურობის დროსაც ბედნიერების მოზღვავებას  ერთნაირად გრძნობს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახალ შენაძენთან დაკავშირებული სიხარული მცირდება, მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებები კი კიდევ დიდხანს გვამარაგებს ბედნიერების ჰორმონებით.

სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული, მოგზაურობები, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ექსტრემალური გამოცდილება – ყველა ჩვენგანისთვის ბედნიერების იდეალურ მარაგს წარმოადგენს. ახალი გაჯეტი ან მანქანა რაღაც დროის შემდეგ დაძველდება, ყოველი ახალი მოგონება კი ნამდვილი სიხარულის წყარო იქნება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება.

 

 

 

წყარო:jako.fm

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია