აღმოაჩინე 10 ახალი მიმართულება

11 Aug 2016

ჰოკაიდო, იაპონია

იაპონია ცნობილია რკინიგზის უსწრაფესი და კომფორტული ქსელით, რომელსაც უმოკლეს დროში მივყავართ ქვეყნის ყველა წერტილში. 2016 წელს ლამის ათწლიანი საკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ რკინიგზის ახალი ხაზი იხსნება ჰოკაიდოს მიმართულებოთ. 26 მარტიდან მატარებელი ტოკიოდან პირდაპირშინ-ჰაკოდატე-ჰოკუტოს სადგურამდე ივლის და მანძილის დაფარვას სულ რაღაც ოთხი საათი დაჭირდება. დღეს ტურისტების სრული უმრავლესობა ფრენას ამჯობინებს.

ზამთრობით ტურისტებს და მოთხილამურეებს ჰოკაიდოს ველური ბუნება და თოვლიანი მთები იზიდავს, ხოლო ზაფხულობით შირეტოკოს ნახევარკუნძულიდან დელფინებზე და ვეშაპებზე დაკვირვება, კუშაროს ტბაზე თევზაობა და კანოეთი სეირნობა და მთა ასაჰიზე ლაშქრობებს მოწყობაა პულარული. აქვეა ტოია ონსენის ცხელი წყაროები და ბიეის ლავანდის მინდვრები.