ყველაზე "დაცემა" კრუიზები მსოფლიოში
კრუიზი-ეს ძალიან რომანტიკულია. უზარმაზარ ლაინერზე სეირნობა, მზეზე გარუჯვა, გარშემო უკიდეგანო ოკეანე, საღამოს რომანტიკული ვახშამი. ეს ყველაფერი ლამაზი ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. თუმცა, ოცნებას ხომ ვერავინ დაგვიშლის.
წარმოგიდგენთ მდიდრულ გემებს, ნამდვილ ქალაქებს ზღვაში.
Queen Mary II

ეს ბრიტანული გემი გარეგნულად ძალიან ჰგავს ტიტანიკს, თუმცა ის თითქმის ორჯერ დიდია. დასახელება მიიღო თავისი “ბებიის”- ლეგენდარული Queen Mary-სგან. აქ არის ყველა გემს შორის წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია, მსოფლიოში ერთადერთი პლანეტარიუმი გემზე და უზარმაზარი წვეულების დარბაზი.
Diamond Princess

ლაინერის კრუიზი ისეთივე დიდია, როგორც დასახელება. ის მოიცავს პლანეტის თითქმის ყველა ეგზოტიკურ ადგილს. შექმნილია ოჯახური დასვენებისთვის, ისე, რომ ლოკაციას, ინტერესების მიხედვით, ნახავს დიდიც და პატარაც.
Oasis of the Seas

პირველი Oasis-ის კლასის კრუიზის გემი, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს იტევს. ეს არის მეგაპოლისი წყალზე, თავისი ცენტრალური პარკითა და სავაჭრო ცენტრებით.
Voyager of the Seas

Voyager-ს კრუიზების ისტორიაში აქვს ინოვაციური მომსახურებები. გემზე არის ყველაფერი, რაც მოგინდებათ. დასასვენებელი ადგილებიდან დაწყებული (კაზინო, ლა სკალას სტილის თეატრი, ქუჩის მუსიკოსები) გასართობი ადგილებით დამთავრებული (ყინულის მოედანი, “ტალღები” სერფინგისთვის და სხვა).
Celebrity Eclipse

გერმანიაში აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გემი ატარებს კრუიზებს პალტიის ზღვაში და მიდის სანკტ-პეტერბურგამდე. აქ არის გაზონი მწვანე ხასხასა ბალახით. სიმშვიდისა და კითხვის მოყვარულებისთვის კი- თანამედროვე ბიბლიოთეკა.
Norwegian Epic

ეს ადგილი სავსეა სხვადასხვა გასართობი ადგილით: აკვაპარკები ცისარტყელის ყველა ფერის სასრიალოთი, დარბაზები, სადაც ტარდება შოუები და ბარი, რომელიც იგლუს სტილშია გადაწყვეტილი.
Splendida

იმდენად მდიდრული გემია, რომ ნებისმერ ადამიანს გააოცებს. ჰოლი- იტალიური ქალაქის მოედნის იმიტაცია, თემატური სპორტული ბარი, კაფეები, ლათინოამერიკული რესტორანი, მოდერნისტული ჯაზ-ბარი… და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი.
Disney Dream

უოლტ დისნეის ფანებისთვის ეს ადგილი სამოთხეა. აქ ყველაფერი ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის: ყელასათვის ცნობილი მულტფილმების დიზაინი, ანიმატორები ამ მულტფილმების გმირების კოსტიუმებით, არის ამ განთქმული მულტიპლიკატორის სახელობის თეატრიც. და, რასაკვირველია, სხვადასხვა აქტივობა გემის პატარა სტუმრებისთვის.
Carnival Breeze

ამ გემის სტუმრებს არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებათ, ვინაიდან აქ არის ყველაფერი- ფიტნეს დარბაზები, მინი გოლფი, საფეხბურთო სტადიონი, ჯაკუზი, სპა-სალონები, ბუტიკები, მდიდრული ინფრასტრუქტურა. ასევე, კაფე ღია ცის ქვეშ და აკვაპარკი. წყარო: facts.ge