საქართველოდან აშშ-ში პირდაპირი ფრენები შესრულდება


„ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ახალი ავიაკომპანია დარეგისტრირდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ავიაკომპანიის ბაზა საქართველოში იქნება, ადგილობრივი თანამშრომლები ეყოლება და რეგულარულ რეისებს საქართველოდან როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია.ქუმსიშვილის თქმითვე, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, სამომავლოდ, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება.

უწყების ცნობით, ახალი ავიაკომპანია რეისების შესრულებას „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტის მეშვეობით გეგმავს, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება.წყარო:blog.turebi.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია