კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე არაჩვეულებრივსა და დაუვიწყარ ადგილებს შორის მოხვდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ ("The Telegraph") გამოაქვეყნა რეიტინგი: “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ”, სადაც მეხუთე ადგილი კახეთმა დაიკავა.

რეიტინგის ავტორები ცნობილი მოგზაურები — სოფი იბოტსონი და მაქსომ-ლოუველ ჰორმა არიან. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.

"თქვენ შეიძლება არ გსმენიათ კახეთის შესახებ, მაგრამ იქ მოხვედრით თითქმის გარანტირებული გაქვთ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება — ღვინო დააგემოვნოთ", — აღნიშნავენ ისინი.

ამ ადგილებს შორის ასევე მოხვდა: ქალაქი მეროე (სუდანი), ქალაქი მეშჰედი (ირანი), ვეფხვების ნაკრძალი კანხა (ინდოეთი), კუნძული სოკოტრა(იემენი), ზანკარის მთიანი რაიონი (ინდოეთი), კამჩატკის ნახევარკუნძული (რუსეთი) და სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები (არგენტინა).წყარო:presa.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now