10 ქვეყანა, სადაც ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ
აქ ყველაზე ლამაზი პეიზაჟები, ცისფერი მდინარეები, უფასო განათლებაა. ადამიანები კი- ყველაზე პოზიტიურები და სტუმართმოყვარეები. გგონიათ, რომ ეს ზღაპარია? National Geographic-მა შეადგინა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ.
შვედეთი

შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ცხოვრებით კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია. ბედნიერების საიდუმლო შვეციური ფიკაა- Fika, რომელის ნიშნავს შესვენებას სამსახურში ყავის დასალევად და მეგობრებთან სასაუბროდ. ასეთი შესვენება 15 წუთს გრძელდება, რომელსაც ყოველ 2 საათში მართავენ. სხვათა შორის, შვეცია ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანაა, სადაც ინტენსიურად სვამენ ყავას.
ავსტრალია

ავსტრალიაში ძალიან დაბალი დაბინძურების, ხოლო ადამიანების ურთიერთობის მაღალი დონეა. ამას ბარბექიუს სიყვარული იწვევს. ავსტრალიის პარკებში ხშირად აწყობენ ფასიან ან უფასო პიკნიკებს ბარბექიუსთან ერთად, რათა ადამიანები დაახლოვდნენ. თუ არ გყავთ ავსტრალიელი მეგობრები, ბარბექიუს ტური თქვენთვის იდეალური საშუალებაა მათ შესაძენად, რომელთან ერთადაც ნახავთ ავსტრალიის ლუდსახარშ ქარხნებს და დააგემოვნებთ ხორცის კერძებს.
ახალი ზელანდია

როგორ არ უნდა იყო ბედნიერი, როცა შენ გარშემო ცისფერი მთები, ველური ბუნება და ასეთი ულამაზესი ხედებია? დაბინძურების დაბალი დონე და მრავალფეროვანი ფაუნა ამ ქვეყნის მცხოვრებლებს ბედნიერებს ხდის.
ნიდერლანდები

ამ ქვეყნის მცხოვრებლები გამოირჩევიან ფიზიკური აქტივობითა და ველოსიპდით სეირნობის სიყვარულით. ისინი ამაყობენ საკუთარი საველოსიპედო ბილიკებით, რომელთა სიგრძე 30 000 კილომეტრია. არ დაგავიწყდეთ, იქირაოთ ველოსიპედი და აიყვანოთ გიდი, როცა მოხვდებით ამსტერდამში.
კანადა

ერთ-ერთი ყველაზი დიდი ქვეყანა მსოფლიოში- ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის. ადგილობრივებს შეუძლიათ დაიკვეხნონ სხვადასხვა ულამაზესი ნაციონალური პარკებითა და კლდოვანი მთებით. უბრალოდ გადახედეთ ამ ხედებს და მიხვდებით, რატომ არიან ასეთი ბედნიერები.
ფინეთი

ყველა საზრუნავი და პრობლემა მომენტალურად ორთქლდება ფინურ საუნაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა სულ 5,2 მილიონი კაცია, ფინეთში საუნების რაოდენობა 3,3 მილიონია. ისინი განლაგებულია ყველგან, დაწყებული ტბის ნაპირებიდან დამთავრებული ოფისებით.
ნორვეგია

ნორვეგიის მოსახლეობა განსაკუთრებულად უფრთხილდება ბუნებას. ითვლება, რომ ერთ-ერთ მთაზე, Skala-ზე ასვლისას არამიანი ივიწყებს ყველანაირ პრობლემას და საზრუნავს. ფაქტობრივად, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაშალოთ კარავი და დატკბეთ ბუნების სილამაზით.
ისლანდია

ვულკანები, ველური პეიზაჟები, ცხელი წყლები და ხედები- აი ეს ხდის ამ ქვეყნის მცხოვრებლებლებს ბედნიერს. როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი, როცა ჩაწვები ამ ცხელ წყლებში და დატკბები ასეთი ხედებით.
შვეიცარია

ქვეყანა, სადაც შოკოლადის ამდენი სახეობა არსებობს, შეუძლებელია, არ იყოს ბედნიერი. აქაური მცხოვრებლები ჯანმრთელი ცხოვრების წესს ეწევიან- სრიალებენ თხილამურებით, დაკავებული არიან კაიაკინგით და პარაპლანერიზმით. ამიტომაც, შვეიცარიაში ყველაზე დაბალი პროცენტია სიმსუქნის.
დანია

დანია ითვლება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. აქ ხომ განათლება და ჯანდაცვა სრულიათ უფასოა. დანიელები მაყობენ საკუთარი ერთანობის გრძნობით. თუნდაც არ გიცნობდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემოგთავაზებენ ფინჯან ყავას.წყარო:facts.ge