ყველაზე განსახვავებული ადგილები თაფლობის თვისთვის

29 Aug 2016

ქორწილის დაგეგმვა ყველაზე რთული საქმეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თაფლობის თვისთვის რომანტიული და საინტერესო ადგილის შერჩევაა. ცოლ-ქმრობის პირველი დღეების გასატარებლად სწორად შერჩეული ადგილი უმნიშვნელოვანესია. ახლადდაქორწინებულთა უმრავლესობა ცნობილ სანაპიროებს ირჩევს, თუმცა არიან წყვილები, რომლებსაც სურთ შედარებით ეგზოტიკურ და მოულოდნელობებით სავსე ადგილებში გაატარონ ქორწინების პირველი დღეები.

 

Quora.com-ის მომხმარებლებმა სწორედ ასეთი ადგილები დაასახელეს.

 

აზია ბედნიერი ქორწინებისთვის

საინტერესოა ოაჯხური ცხოვრების დაწყება ქვეყანაში, სადაც კეთილდღეობის ზრდის საზომად არა ეკონომიკას (მშპ-ს) არამედ ბედნიერების ზრდის მონაცემებს იყენებენ (Gross National Happiness). ულამაზესი პანორამული ხედები, სმაკურნალო ცხელი ქვების აბაზანები, მდინარის ხმები და რომანტიული ვახშამი სანთლის შუქზე – ასე შეგიძლიათ გაატაროთ თაფლობის თვე ბუტანში. მას შემდეგ, რაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი გახდა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა.

  

ბრიტანეთის ჯადოსნური მთები

გარდა იმისა, რომ შოტლანდიის მთებში არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული, სხვა არაერთი მიზეზიც არსებობს გალურ რეგიონში რომანტიული დღეების გასატარებლად. უძველესი ისტორია, ბუნებრივი ლანდშაფტები, ჯადოსნური ფლორა და ფაუნა. ლოხში, რომელიც შოტლანდიის მთისა და ბარის დამაკავშრებლად განიხილება, წყვილებს შეუძლიათ კაიაკით და კანოეთი ისეირნონ. ელიენ დონანის მე-13 საუკუნის ციხი ცნობილი ქვის ხიდი კი ფოტომოყვარულებისთვის განსაკუთრებით პოპულარული ადგილია.

 

ევროპის ეგზოტიკური სიურპრიზი

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და იტალია საოცნებო ქვეყნების სიაში ლიდერობენ, მათი მეზობელი ესპანეთიც არანაკლებ იმსახურებს ყველაზე რომანტიკული და ეგზოტიკური ადგილის სტატუსს. ტოლედოს მოკირწყლული ქუჩები, უძველესი კედლები და მყუდრო რესტორნები, ბოშები და ფლამენკო. თუნდაც ტენერიფეს მზე, ზღვა და ქვიშა. ან სულაც, კანარის კუნძულები – საუკეთესო თაფლობის თვისთვის.

 

კანადის თოვლიანი რომანტიკა

წყვილებისთვის, რომლებსაც თაფლობის თვეში მზეზე გარუჯვას, თოვლის კაცუნების კეთება ურჩევნია, კანადის აღმოსავლეთი ზედგამოჭრილია. Fairmont Chateau Lake Louise-ი ახლადდაქორწინებულებს საშუალებას აძლევთ ისრიალონ თხილამურებით, ციგურებით, სასტუმროში ისარგებლონ სპა პროცედურებით, ან დაკავდნენ რაფტინგით.

 

განმარტოება ჰიმალაიში

“მინი შვეიცარი” – ასე უქოდებენ ჰიმალაიში დასახლება ხიჯიარს. ის ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარეობს და ფართო მდელოებით, პატარა ტბითა და ფიჭვის ტყეებით გამოირჩევა. შეგიძლიათ ტბის გარშემო ან ფიჭვის ტყეებში ფეხით ან ცხენებით ისეირნოთ, ან სულაც სალაშქრო ბილიკები დაძლიოთ. არ გაგიკვირდეთ თუ გზად ანტილოპას ან შავ დათვსაც გადაეყრებით.

წყარო:blog.turebi.ge

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია