10 ყველაზე მზიანი მიმართულება შემოდგომა - ზამთრის მოგზაურობისთვის

29 Aug 2016

მაშინ, როცა საქართველოში სუსხი, სიცივე და თოვლია, ის დროა ჩემოდნები ჩავალაგოთ და თბილ ქვეყნებში გადავინაცვლოთ, თუნდაც დროებით

 

1. კოსტა-რიკა

ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა დღითი-დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კოსტა-რიკა  იმ ქვეყნების რიცხვში შედის, რომელსაც აქვს სანაპირო ზოლი როგორც კარიბის ზღვაზე, ისე წყნარ ოკეანეზე.  ქვეყანაში დასვენებისას შეიძლება არენალის ვულკანზე ლაშქრობა, კორკოვადოს ნაციონალური პარკის მონახულება და უბრალოდ, პლაჟზე დასვენება.

 

2. ფლორიდა

ამერიკის მზიანი შტატის პლაჟების მოსანახულებლად საუკეთესო თვე იანვარია. ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობა ნაკლებია, ხოლო ტემპერატურა 20 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაიამის ცნობილ პლაჟებს, ტამპას ან ორლანდოს.

 

3. ბარბადოსი

აქ ზამთარშიც კი 20 გრადუსზე მეტია ტემპერატურა, ზღვა თბილია და ამინდი მზიანი.  საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბარბადოსში 28 დღემდე ვადით, ვიზა არ ესაჭიროება.