საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტში 5 სექტემბერს განიხილავენ

5 სექტემბერს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბელარიზაციის საკითხს განიხილავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის საკუთარ ბლოგზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზავაკი ავრცელებს.
"ანგარიშს კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავიტანთ. ანგარიშის ავტორია გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელი. კენჭისყრა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეეხება. კენჭისყრის შედეგებზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, თუმცა მსურს, როგორც კომიტეტის თვამჯდომარემ აღვნიშნო, რომ ამ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში დადებითი დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გქვონდა ქართულ დელეგაციასთან. აქედან გამომდინარე, ველოდები კენჭისყრის პოზიტიურ შედეგებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით, დღეს, ამის თქმა არ შემიძლია”, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე, კლოდ მორაესმა “მოამბესთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კონკრეტული თარიღების დასახელებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
როგორც ცნობილია, 23 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას 2017 წლიდან შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის საკუთარ ბლოგზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზავაკი ავრცელებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ, უვიზო რეჟიმი კი, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმდდება.
"არ შეიძლება, თარიღებით სპეკულირება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ უცოდეს, რომ პროცესები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. აგვისტოში ისვენებს როგორც ევროპარლამენტი, ასევე შესაბამისი სტრუქტურები. პოზიტიური გადაწყვეტილებენი მიიღეს შესაბამისმა კომიტეტემბა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძირითად, გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტში მოხდა ამ საკითხის განხილვა, პლენარულ სესიაზე გასვლამდე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველომ დაიმსახურა ვიზალიბერალიზაცია და დღეს საკითხი არ დგას, მიიღებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას ქვეყანა.
"ეს დამოკიდებულია პროცედურებზე, რომლებიც დარწმუნებული ვართ, პოზიტიურად დასრულდება", - აღნიშნა მინისტრმა. წყარო: pia.ge