მსოფლიოს 10 ქალაქი ცხოვრების საუკეთესო ხარისხით

2 Sep 2016

თუ რომელიმე ქვეყანაში ხანგრძლივ მოგზაურობას ან სულაც, საცხოვრებლად გადასვლას გეგმავთ, ამ სიას უნდა გადახედოთ. კომპანია Mercer-მა მსოლფიოს 450 ქალაქი შეისწავლა და გამოაქვეყნა იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ცხოვრების საუკეთესო ხარისხია. შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და  სოციო-კულტურული გარემო, ჯანდაცვა, განათლების სფერო, საჯარო სერვისები და ტრანსპორტი, რეკრეაცია, უძრავი ქონება და ბუნებრივი გარემო.

 

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

 

10. სიდნეი, ავსტრალია

ბუნებრივი პირობები, ამინდი, მზარდი კულტურული გარემო ის ფაქტორებია, რომლითაც სიდნეი სიის ათეულში მოხვდა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ 22%-იანი მაჩვენებლით სიდნეი ავსტრალიის ქალაქებიდან ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

9.  კოპენჰაგენი, დანია

ცოტა ხნის წინ კოპენჰაგენი საცხოვრებლად ყველაზე ბედნიერი ადგილების სიაშიც მოხვდა. და ეს არცაა გასაკვირი. ერთ დროს მეთევზეთა სოფელი დღეს ძლიერი ურბანული და კულტურული განვითარებით და სამუშაო ცხოვრების ბალანსით გამოირჩევა.

8. ჟენევა, შვეიცარია

ჟენევა დიპლომატიის გლობალური ცენტრი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საცხოვრებელი ადგილია. ქალაქი უსაფრთხოების მაღალი დონით და უაღრესად განათლებული მოსახლეობით გამოირჩევა.