სამოთხე ღვინის მოყვარულებისთვის – ულტრათანამედროვე თემატური პარკი საფრანგეთში


“La Cite du Vin“ ანუ ღვინის ქალაქი – ასე ეწოდება ულტრათანამედროვე თემატურ პარკს, რომელიც საფრანგეთში 1 ივნისს გაიხსნა. ესაა თემატური პარკისა და მუზეუმის ერთობლიობა. და სად განთავსდებოდა ასეთი პარკი, თუ არა საფრანგეთის ღვინის დედაქალაქ ბორდოში! ახალი ღირსშესანიშნაობა უნიკალურია რამდენიმე ფაქტორის გამო: არქიტექტურული მხარე, საგამოფენო ექსპონატები და სივრცეები, სხვადასხვა სერვისები და შეთავაზებები.

შენობის არქიტექტურის თითოეული დეტალი სიმბოლურად გამოხატავს ღვინის და ვაზის სხვადასხვა ნაწილს. ერთი მხრივ, ვაზის დაკოჟრილი ძირი, მეორე მხრივ კი ღვინის ჩამოსხმა მინის ჭურჭლიდან. დიზაინი ასოცირდება ღვინს სულთან და მის თხევად ბუნებასთან.

შენობა 20 სხვადასხვა თემატურ სივრცედაა დაყოფილი, სადაც დამთვალიერებლები გეცნობიან ღვინის ისტორიასა და კულტურას. 250 ადგილიანი საკონფერენციო სივრცე ლექციებსა და ჩვენებებს ეთმობა. პარკში არსებული სანაოსნო მარშრუტით კი გაეცნობით, როგორ იყიდებოდა ღვინო სავაჭრო გემებით მთელს მსოფლიოში.

არ იფიქროთ, რომ სივრცეები მხოლოდ უფროსებისთვისაა. აქ მოზარდების ინტერესებიც გათვალისწინებულია. მათთვის შექმნილია საგანმანათლებლო თამაშების და ვორქშოპების პროგრამები.

თემატურ პარკში შესვლის საფასური მოზარდებისთვის 22$ იქნება. წყარო: blog.turebi.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now