5 საუკეთესო ადგილი – როცა ცივილიზაციისგან მოწყვეტა გსურთ

დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ეძებს ისეთ ადგილს დასასვენებლად, სადაც გონებას უბრალოდ გათიშავს და ცივილაზიას რამდენიმე დღით მაინც მოწყდება. ეს ძალების აღდგენის და რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ამ იდილიის პოვნა შესაძლებელია.

ამაზონის ჯუნგლები, ეკვადორი

ცივილაზიისგან სრულიად მოწყვეტილი სოფელი, ცხოვრება პალმის ტოტებით დახურულ სახლში, ნადირობა, ცურვა, კანოეთი სეირნობა – სხვა რა უნდა ინატრო მშვიდი დასვენებისთვის.

ბუტანი, სამხრეთ აზია

აღმოსავლეთ ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა, იზოლირებული სამეფო, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ადგილი, ბუდისტური მონასტრებით, უამრავი კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობით.

საბა, ჰოლანდიის კარიბის კუნძულები

კარიბის ზღვის კუნძლებიდან ყველაზე პატარა კუნძული, ლამაზი, მშვიდი ძველი სახლებით. განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილი დაივინგის მოყვარულებისთვის.

კოლორადოს კარიბჭე

შეზღუდული წვდომა ციფრულ სამყაროსთან, სეირნობა ცხენებით და მთის ველოსიპედებით – ეს ყველაფერი დაგხვდებათ წითელი კლდეების კანიონში.

ტატაი, კამბოჯა

ტროპიკული ტყეების შუაგულში მდინარეზე მცურავი კარვების ტიპის 12 სახლი, რომლებზე მოხვედრაც მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. დამსვენებლებს ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა თევზჭერა, კაიაკინგი, ლაშქრობა. წყარო: blog.turebi.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now