7 უცნობი, მაგრამ აუცილებლად სანახავი ტურისტული მიმართულება.
ნახეთ ქვეყნებში იმაზე მეტი, ვიდრე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რადგან ზოგჯერ შეიძლება პატარა ქალაქმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს, ვიდრე ცნობილმა მეგაპოლისმა.
1. კანიონი Fjaðrárgljúfur, ისლანდია

ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბუნების ძეგლი ზღაპრულ სამყაროს მოგვაგონებს. ისლანდია ულამზესი პეიზაჟების ქვეყანა რომაა, ამაზე დიდი ხანია შეთანხმდა მსოფლიო, მაგრამ კანიონი განსაკუთრებით გამოირჩევა. მდინარე ფიადრას კანიონი დიდი გამყინვარების შედეგადაა წარმოქმნილი. მისი სიგრძე 2 კილომეტრი, ხოლო სიღრმე დაახლოებით ასი მეტრია.
2. ალბერობელო, იტალია
ვერსად ნახავთ ისეთ კონუსურ სახურავებს, რომელსაც ამ პატარა ქალაქში შეხვდებით. ალბერობელო იტალიაში, აპულიის რეგიონის ბარის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური ნაგებობებით – ტრულოებით, რომლებიც 1996 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქის ისტორია XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც აქ გლეხები მოვიდნენ, რომლებიც მიწას ამუშავებდნენ. ლეგენდის თანახმად, ახალმოსახლეებმა სახლების ცარიელი ქვებისგან შენება დაიწყეს, რათა სამეფო შემოწმების შემთვევაში, მათი ადვილად დაშლა შეძლებოდათ. მეფე ფერდინანდ I არაგონელი ყველასგან მოითხოვდა გადასახადს, ვინც ფიქსირებულ სახლში ცხოვრობდა. ამ სარისკო მდგომარეობით შეწუხებულმა ალბერობელოს მაცხოვრებელმა მამაკაცთა გარკვეულმა ჯგუფმა, 1797 წელს ბურბონ მეფეს, ფერდინანდ IV-ს მიმართეს. მეფემ ისინი მიიღო და დაპირდა, რომ მათ თავისუფლად ცხოვრება შეეძლებოდათ, რაც 1797 წლის 20 მაისის ბრძანებით შეასრულა კიდეც და გადასახადი მოუხსნა.
3. წიფელის ხეივანი, ირლანდია

ამ ადგილს ბნელ ხეივანსაც უწოდებენ. ხეივანი ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ არმოის მიმდებარედაა გაშენებული. წიფელის ხეები სტიუარტების ოჯახმა დარგო დაახლოებით სამი საუკუნის წინ საკუთარ მამულში. ხეივნის მიზანი შთაბეჭდილების მოხდება იყო სტუმრებზე. დღეს ეს ტერიტორია გოლფ-კლუბის საკუთრებაა. უძველი ლეგენდის მიხედვით, ამ ხეების ახლომახლოს შეიძლება რუხი ლედის აჩრდილს წააწყდეთ.
4. კანდოვანი, ირანი

სოფელს შორიდან თუ დავაკვირდებით, ტერმიტების დასახლებას მოგვაგონებს. უამრავი წაწვეტებული კლდე, რომელიც ერთიმეორის მიყოლებითაა განლაგებული და მათ შორის შეყუჟული იმავე ფერის სახლები ჰარმონიულ პეიზაჟს ქმნის, სადაც ბუნებამ და ადამიანმა გვერდიგვერდ იშრომა. ამ სახლებში დაალოხებით ათასი ადამიანი ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ დასახლება ძალიან ძველია, ადგილობრივი მოსახლეობა არც თანამედროვე კომფორტსზე ამბობს უარს. დასახელების სიტყვა-სიტყვითი თარგმანი “ფუტკრის სკებს” ნიშნავს.
5. ჰობიტონი, ახალი ზელანდია

“ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიაში გადაღებული ჰობიტონი, ჰობიტების საცხოვრებელი სოფელი, რეალურად არსებობს და ის სპეციალურად ამ ფილმის გადაღებებისთვის აშენდა. ჰობიტონი ჩვეულებრივი ცხვრის ფერმის ტერიტორიაზე ააშენეს. მშენებლობა 1999 წლის მარტში დაიწყო და 9 თვისმანძილზე მის შენებლობაში 400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ფერმას, რომლის ტერიტორიაზეც „ბეჭდების მბრძანებლის“ ნაწილი გადაიღეს, 500 ჰექტარი მიწა უჭირავს. მთლიანობაში აქ 37 სახლი აშენდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ტოლკინს აქვს წიგნში ნახსენები. დრეს მხოლოდ ჩვიდმეტი სახლია შემორჩენილი. გადაღებების დასრულებუს შემდეგ სოფელი ცოტა ხნით მიატოვეს, მაგრამ შემდეგ ფილმის თავყანისმვცემლებმა აქტიურად დაიწყეს ჩამოსვლა სპეციალურად ჰობიტონის სანახავად.
6. ტბა ტიტიკაკა, პერუ/ბოლივია

ტიტიკაკას ტბა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბაა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტბა წმინდა ადგილია. ინდიელების ენაზე ტიტიკაკა “მთის პუმას” ნიშნავს. მეცნიერების აზრით, უძველეს დროში ტბა ზღვას წარმოადგენდა: მის წყლებში ჯერ კიდევ დაცურავენ ზღვის თევზები, კიბორჩხალისებრნი და ზვიგენებიც კი. სანაპიროზე კი მიმოქცევის კვალია შემორჩენილი.

ტიტიკაკა ასევე იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში მდებარეობს 41 კუნძული, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. აგებდნენ ახალ-ახალ ფენებს ძველი ფენების ლპობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
7. შეფშაუენი,მაროკო

უალამაზესი, ლურჯი ფერის ქუჩების ქალაქი მრავალი წლის განმავლობაში მუსლიმანებს წმინდა ქალაქად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ ურწმუნოთა იქ ყოფნა შებღალავდა ამ სიწმინდეს. ქალაქი XV საუკუნეში დააარსა მუჰამედის უშუალო შთამომავალმა მულაი
ამ ქალაქის პატარა, ვიწრო ქუჩებში სიარული ლურჯ სამყაროში ჩაძირვას ნიშნავს. აქ ყველაფერი ულამაზეს ლურჯ ფერშია შეღებილი.