ექვსი პატარა და მყუდრო ქალაქი მათთვის, ვისაც სიმშვიდე ხიბლავს

1. ტელჩი, ჩეხეთი

ტელჩი ქალაქი-მუზეუმია ჩეხეთში. დოკუმენტებში ქალაქი პირველად 1333 წელს მოიხსენიება, უძველესი ციხე-სიმაგრის ირგვლივ პატარა, ლამაზი ქალაქია გაშენებული, ხოლო ციხის კედლებთან ადგილობრივი ბაზრის მოედანია განლაგებული, რომელიც ვაჭრების ყოფილი სახლებითაა შემოფარგლული. 1971 წელს ქალაქი არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო 1992 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. გარდაამისა, 1995 წლიდან ტელჩის ციხე ჩეხეთის ნაციონალური კულტურის ძეგლადაა გამოცხადებული.

2. ბლედი, სლოვენია

სლოვენიის ამ პატარა ქალაქის მიგნება ძალიან იოლია, ის ლუბლიანას აეროპორტიდან 32 კილომეტრშია განლაგებული, ალპების ძირში, ზღვის დონიდან 501 მეტრზე. აქ უამრავი საინტერესო და ლამაზი ადგილია, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ბლედის ტბაა, რომელზეც ქალაქია განლაგებული. ამ ტბას თბილი წყაროები კვებავს, რის გამოც ზაფხულში წყლის ტემპერატურა +18 +24 გრადუსამდე თბება, ხოლო ზამთრობით მხოლოდ ძალიან ძლიერი ყინვების შემთხვევაში იყინება.

3. ქალაქი იაშნო,ჩინეთი

ქალაქი იაშნო ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული, ვიეტნამიდან 600 კილომეტრში. უზარმაზარ მთებს შორის განლაგებულ კარსტული წარმოშობის ფლატეზე განლაგებული პატარა ქალაქი პირველად მოხეტიალე, ზურგჩანთიანმა ტურისტებმააღმოაჩინეს. კუნძულის გარშემო მდინარეები ჩამოედინება, ადგილობრივი მოსახლეობა კი ბრინჯის ყანებს ამუშავებს და თევზაობით ირჩენს თავს, სურათი ნამდვილად იდილიურია. განსაკუთრებულს ამ ადგილს ის ხდის, რომ ხანგრძლივი დროით ტურისტების აქ გაჩერება იკრძალება.

4. პორტრი, შოტლანდია

პორტრი შოტლანდიური პატარა ქალაქია, რომელიც სკაის კუნძულების ყველაზე დიდ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. მეთევზეთა პატარა სოფელი ის იდილიური ადგილია, სადაც შვებულება უნდა გაატარო.

5.ჰითჰორნი, ჰოლანდია

სოფელში არხების საერთო სიგრძე დაახლოებით 7.5 კმ-ს აღწევს. ამას ემატება ველოსიპედის ბილიკები და უამრავი პატარ-პატარა ხიდი. მთავარი ტრანსპორტი დღესაც ნიჩბებიანი და ელექტრომოტორიანი ნავებია, რომლებიც სრულიად უხმაუროდ დასრიალებენ და სოფლის სიმყუდროვეს და იდილიას ოდნავადაც არ არღვევენ. სახლების უმეტესობა პატარა კუნძულებზეა განლაგებული, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება. სოფელი სულ დაახლოებით 50-მდე კუნძულისგან შედგება.

6.ალბარასინი, ესპანეთი

ალბარასინს ხშირად უწოდებენ ვარდისფერ ქალაქს. ეს დასახელება ქალაქმა მუსულმანების პერიოდში, მეცხრე-მეთორმეტე საუკუნეებში მიიღო. აქ ყველაფერი ლამაზია – ძველი, დაკლაკნილი ქუჩები, ციერა-დე-ალბარასინის გორები, რომლებიც ქალაქს ზემოდან დაყურებენ, ძველი სახლები და ის კოლორიტი, რომელიც ამ ქალაქს ხდის უნიკალურს. ალბარასინს კარგად შემონახული დამცავი კედელი აქვს, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. აქვეა 18 კილომეტრი სიგრძის აკვედუკი, რომელიც რომალების დროს აშენდა. როგორც ხედავთ, ქალაქში სეირნობისას თავისუფლად შეიძლება ისტორიაში ჩაძირვა. წყარო: blog.turebi.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now