სინგაპურში მოგზაურობის 14 საოცარი მიზეზი

8 Sep 2016

სინგაპური ერთდროულად კუნძული, ქვეყანა და დედაქალაქია. სინგაპურში – კონტრასტების ქალაქში გვერდიგვერდაა განლაგებული  ფუტურისტული ცათამბჯენები, რომელთა დიზაინი ფენ-შუის კანონებთანაა შეთანხმებული, ეთნიკური კვარტალები, მწვანე პარკები, სავაჭრო ცენტრები და ტაძრები. აქ ყველა რასის და ნაციონალობის ადამიანს შეხვდებით,  მსოფლიოს ყველა კუთხის დამახასიათებელ საკვებს გასინჯავთ და ყველანაირ არქიტექტურას გადააწყდებით.

 

1. სინგაპურის სანაპირო ზოლი

ქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილი სანაპირო და მისი შემოგარენია. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბიზნეს-ცენტრები, კურორტი, ბოტანიკური ბაღი, საგამოფენო და სავაჭრო ცენტრები.

 

2. სიმდიდრის შადრევანი

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შარდევანია. ლეგენდის მიხედვით, თუ საათის ისრის მიმართულებით სამ წრეს შემოუვლი შადრევანს ისე, რომ ხელი მუდამ წყალში გექნება, ნებისმიერი სურვილი აგიხდება. ტურისტების დიდი უმეტესობა ცდუნებას, რასაკვირველია, ვერ უძლებს.

 

3.  ხიდი ხეებს ზემოთ

250-მეტრიანი ხიდი, რომელიც დედამიწიდან 25 მეტრის სიმაღლეზე გადის და საკუკეთესო ადგილია ჯუნგლებზე დასაკვირვებლად და ეგზოტიკური ჩიტების სანახავად. აქ მოხვედრისას ხვდები, რატომ ითვლება სინგაპური ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქდ მსოფლიოში.  მიუხედავად სივიწროვისა, ხიდი ძალიან მტკიცეა და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისთვის ადრენალინის იდეალური წყაროა.

 

4. ეშმაკის ბორბალი

2014 წლის მარტამდე ეს ეშმაკის ბორბალი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში, სანამ ლას-ვეგასში მასზე ორი მეტრით მაღალს ააშენებდნენ. კაბინებიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. ჩვეულებრივი კაბინების გარდა აქ VIP კაბინებიცაა. მომსახურებაში ორი წრე შედის, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში თქვენ მოგართმევენ ოთხი თავ კერძს და ცნობილ კოქტეილს Singapore Sling-ს.

 

5. სასტუმრო “Marina Bay Sands” 

ეს უბრალოდ სასტუმრო არაა. სამი გიგანტური 55-სართულიანი შენობა გემითაა შეერთებული, რომელიც ამ შენობების თავზეა განლაგებული. კომპლექსში შედის ორი უზარმაზარი თეატრის შენობა, სამეცნიერო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, რესტორნები, კაზინო, მაღაზიები და საციგურაო მოდეანიც კი.  მაგრამ ყველაზე მთავარი აქ 57-ე სართულზე განლაგებული ცნობილი აუზია, რომელსაც ერთი შეხედვით, კიდეები საერთოდ არ აქვს და ჰაერში გამოკიდულის შთაბჭდილებას ტოვებს.

 

6. ფუტურისტული პარკი

დიზაინერული, ორიგინალური ტყე – რკინის კონსტრუქციებით და ვერტიკალური ბაღებით. ორი 42-მეტრიანი სუპერხე  22 მეტრის სიმაღლეზე დაკიდული ხიდითაა შეერთებული. მოსაღამოვებისას ეს მეტალის გიგანტები ულამაზეს ფერებში ნათდება, პარკში კი მომნუსხავი მუსიკა ჟღერს.  ეს მომავლის პარკია.


7. მერლაიონი 

ქალაქის ცნობილი სიმბოლო – მერლაიონის- მითიური ცხოველის ქანდაკებაა. მერლაიონს ლომის თავი და თევზის ტანი აქვს, მისი პირიდან კი მძლავრი შადრევანი გამოდის. ქალაქის დასახელება – სინგა (“ლომი”) და პურა (“ქალაქი”) სანსკრიტიდან მოდის.  ქანდაკების ფონზე ფოტოს გადაღების გარეშე ქალაქს ძალიან ცოტა ტურისტი ტოვებს.

 

8. ფესტივალი Zouk Out

სამხრეთ-დასავლეთ აზიის ყველაზე დიდი საცეკვაო ფესტივალი სენტოსას კუნძულზე ტარდება და მთელი მსოფლიოდან იზიდავს კლუბური გართობის მოყვარულებს. ფესტივალს ერთკილომეტრიანი ულამაზესი პლაჟი აქვს დათმობილი.

 

9. სინგაპურის ზოოპარკი

ღია სივრცის კონცეფცია ამ ზოოპარკს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სანახაობად აქცევს, აქ ვერ ნახავთ გალიებს და გისოსებს, ყველა წინაღობა და ბარიერი ბუნებრივია – წყლიანი არხები, ხის მორები და თხრილები. იმის გამო, რომ ცხოველების საარსებო სივრცე შეზღუდული არაა, მათი ქცევები ბუნებრივთან ძალიან ახლოსაა.  ჟირაფი ადამიანის ხელიდან ჭამს, ხოლო დამთვალიერებლებს შეუძლიათ მაიმუნების გარემოცვაში მშვიდად დალიონ ჩაი. ზოოპარკი ღამის საფარისაც გვთავაზობს, ექსკურსიები კომფორტული და აბსოლუტურრად უსაფრთხოა.

 

10. ფრინველების პარკი “ჯურონგი”

ისევე, როგორც სინგაპურის ზოოპარკში, ფრინველები აქაც თითქმის სრულ თავისუფლებაში ცხოვრობენ. არანაირი გალიები და ბარიერები. ჩიტები თავისუფლად (მეტ-ნაკლებად) დაფრინავენ უზარმაზარ ვოლიერებში. აქ თითოეული სახეობისთვის მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული გარემო იქმნება.

 

11. ატრაქციონების პარკი Universal Studios

ატრაქციონების პარკის თემატიკა კინოინდუსტრიაა. აქ აზიაში ყველაზე მაღალი ამერიკული მთებია. აქვე შეხვდებით უამრავ ცნობილ პერსონაჟს, მათ შორის მინიონებსაც. მიეცით ნება თქვენში არსებულ ბავშვს, ბოლომდე დაიხარჯოს ამ პარკში.

 

12. ოკენარიუმი

ისევე, როგორც სინგაპურში არსებული ობიექტების უმეტესობა, ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკეანარიუმია მსოფლიოში. დამთვალიერებელს 800-ზე მეტი სახეობის ზღვის ცხოვ