“The Highline Meeting” – ფესტივალი ადრენალინის მოყვარულთათვის


“The Highline Meeting” – ფესტივალი ადრენალინის მოყვარულთათვის იმ ხალხის შეკრების ადგილია, ვისაც უყვარს სიმაღლე, ადრენალინი და უფსკრულის თავზე გაჭიმულ სლექზე სიარული.

ფესტივალი ყოველწლიურად იმართება იტალიის ალპებში, მონტე პიანას მთაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან მონაწილეობის მისაღებად.

ამ ადამიანების “ბაგირზე მოსიარულეებს” ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს სპორტი ცოტა უფრო განსხვავებულია – ბაგირის მაგიერ ისინი სლექლაინზე დადიან. სლექლაინი 70 წლებში ამერიკაში დაიბადა, როცა ალპინისტები წონასწორობაში ვარჯიშის მიზნით გაჭიმულ ალპინისტური თოკებზე ვარჯიშობდნენ. სლექი, ბაგირისგან განსხვავებით, ბოლომდე დაჭიმული არაა და აქვს გარკვეული ელასტიურობა, რის შედეგადაც წონოსწორობის დაცვა გაცილებით რთულდება. სამაგიეროდ, ბევრად უფრო იოლია სხვადასხვა ტრიუკების შესრულება.

გარდა სლექზე სიარულისა, მონაწილეები თოკზე ისვენებენ და ერთობიან სპეციალურად ამისათვის ჩამოკიდებულ ჰამაკებზე, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე ირწევა.

ფესტივალის მონაწილე შეუძლია გახდეს არა მხოლოდ სპორტსმენს ან ალპინისტს, არამედ ყველა უბრალო ადამიანს, რომელსაც უყვარს სიმაღლე, თავგადასავლები, ადრენალინი და ექსტრიმი. აღჭურვილობა აქ საიმედოდ გიცავს ძირს ჩავარდნისგან. თუ სანახაობის დატკბობა და გადაღება გსურთ არც ესაა პრობლემა – კარავს იქვე, კარვების ქალაქში გაშლით. გარდა კარვების ქალაქისა, აქაა სამზარეულო და ბარი. მსურველებს შეუძლიათ იფრინონ პარაპლანით და დაკავდნენ იოგათი.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია