ევროპის 10 პატარა ქალაქი, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ

17 Sep 2016

ვიზალიბერალიზაცია ის მიზეზია, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ ევროპაში და ცნობილი ტურისტული ქალაქების მიღმა ის პატარა ქალაქები აღმოვაჩინოთ, რომლებიც ჯერ არ წაულეკიათ ტურისტებს.

 

1 ჩესკი-კრუმლოვი, ჩეხეთი

ბოჰემიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში ეს ულამაზესი პატარა ქალაქი იმალება, რომლებიც ვიზიტორების გულს მოკირწყლული მყუდრო ქუჩებით, აქა-იქა გაბნეული პატარა ხიდებით და უნიკალური ატმოსფეროთი იპყრობს. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი. განსაკუთრებული თავგადასავლები აქ ყველას ელოდება, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წელიწადის თბილ პერიოდში დააპირებს ჩასვლას.

 

1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

 

2. კოლმარი, საფრანგეთი

ქალაქი ფრანგული და გერმანული არქიტექტურის და კულტურის  უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. ის რეალობაში ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორსაც ფოტოზე ხედავთ. თავის რეგიონში  სიდიდით მესამეა და ნამდვილად იმსახურებს საფრანგეთის იდუმალი მარგალიტის სტატუსს.

 

3. მარსაშლოკი, მალტა

მარსაშლოკი პატარა ქალაქია, რომელიც მალტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის ნაპირას. ეს მყუდრო ყურე ჯერ კიდევ უძველეს დროში გამოიყენებოდა, როგორც სანაოსნო პორტი  ჯერ კართაგენელების, შემდეგ კი რომაელების მიერ. დღეს ეს პატარა  დასახლებაა, ფერად-ფერადი სათევზაო ნავებით, რამოდენიმესართულინი სახლებით და სტუმრთმოყვარე მოსახლეობით, რომელთა ძირითადი საქმიანობა თევზაობაა.

 

4. ჰალშტატი, ავსტრია

ჰალშტატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ის ზემო ავსტრიაში, ზალცკამერგუტის რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს, ჰალშტატის ტბის ახლოს.  სოფელი შორსაა თანამედროვე მაგისტრალებისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის წელიწადში ათასობით ტურისტი მიიღოს. ჰალშტატი ეროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი მარილის საბადოც, სადაც მარილს უკვე 3000 წელია, რაც მოიპოვებენ.

 

5. ბლედი, სლოვენია

სლოვენიის ამ პატარა ქალაქის მიგნება ძალიან იოლია, ის ლუბლიანას აეროპორტიდან 32 კილომეტრშია განლაგებული, ალპების ძირში, ზღვის დონიდან 501 მეტრზე. აქ უამრავი საინტერესო და ლამაზი ადგილია, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ბლედის ტბაა, რომელზეც ქალაქია განლაგებული. ამ ტბას თბილი წყაროები კვებავს, რის გამოც ზაფხულში წყლის ტემპერატურა +18 +24 გრადუსამდე თბება, ხოლო ზამთრობით მხოლოდ ძალიან ძლიერი ყინვების შემთხვევაში იყინება.

 

6. ბიბური, ინგლისი

ბიბური ევროპის ყველაზე ლამაზ სოფლადაა აღიარებული. ის ინგლისში, გლოსტერშირში, მდინარე კოლნზე მდებარეობს. აქ სეირნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გაცოცხლებულ ღია ბარათში მოგზაურობთ. ამ ფოტოზე კი ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილია გადაღებული.

 

7. ალბარასინი, ესპანეთი

ვალენსიიდან ერთი საათი მანქანით, ან 30 წუთი მატარებლით და თქვენ უკვე სოფელ ალბარასინში ხართ.  ციცაბო კლდეებზე განლაგებულ სოფელს მეტსახელად არწივის ბუდესაც ეძახიან, ხოლო ტურისტულმა სააგენტოებმა ის ესპანეთის ყველაზე ლამაზ სოფლად მონათლეს.

 

8. პუჩიშჩა, ხორვატია

ხორვატია ტურიზმის ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო, მაგრამ ტურიზმის განვითარება ძალიან დიდი ტემპებით მიმდინარეობს. ადრიატიკის ზღვის პირას განლაგებული ქალაქებიდან თქვენთვის საინტერესო იქნება პუჩიშჩა. და რა არის ამ ქალაქში განსაკუთრებული? ამის გასაგებლად ჯობია ადგილზე ჩახვიდეთ.

 

9. ანსი, საფრანგეთი

ანსი  XIV  საუკუნეში აშენებული ციხე-სიმაგრის გარშემოა გაშენებული და ჟენევიდან სამხრეთით, 40 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ახლოს იგივე დასახელების ტბაა, ხოლო ქალაქში გამავალი არხი განსაკუთრებულ კოლორიტს ანიჭეს აქაურობას.


10. მანაროლა, იტალია

იტალიის პატარ-პატარა ულამაზეს ქალაქებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან ისინი ერთიმეორეზე უკეთესები არიან. ამ თავბრუდამხვევ მრავალფეროვნებას შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას კი ეს ფოტო იძლევა, რომელიც თითქოს პატარა ქალაქის ცხოვრების ამბავს გვიყვება, რომელიც სულ ერთი მუჭაა და ზღვის თავზეა გადმოკიდებული.

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია