ყვავილების ფესტივალები მთელი მსოფლიოდან

21 Sep 2016

ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე სურნელოვანი და თვალწარმტაცი, სილამაზის და ბუნების ზეიმი – ეს ეპითეტები იმ ფესტივალების შესაფერისია, რომელზეც უნდა მოვყვეთ.

 

Festa da Flor (მადეირა, პორტუგალია)​ 

პორტუგალიის ყველაზე ფერადი და ყვავილოვანი ფესტივალი მადეირაზე, პატარა ქალაქ ფუნშალში ყოვლწლიურად იმართება. ტრადიციას საფუძველი 1954 წელს ჩაეყარა. ყვავილების ფესტივალის დროს მთელი ქალაქი ნაირფერ, სურნელოვან ყვავილებში იძირება: ყვავილებით მორთულია არამარტო სახლები, არამედ დაფარულია ქუჩები, ჩაწნულია მონაწილეების ვარცხნილობებში და ა.შ. პროცესიები მთელი დღის მანძილზე იმართება. განსაკუთრებულ მონაწილეობას იღებენ ფესტივალში პატარები – ისინი ათასი ყვავილისგან შექმნილ “იმედის კედელს” მიაცილებენ, რომელიც მთელ მშოფლიოში მშვიდობის სიმბოლოა. ფესტივალის ფარგლებში იმართება ფლორისტების შეჯიბრებები და  მუსიკალური წარმოდგენები.

 

Chiang Mai Flower Festivals (ჩიანგმაი, ტაილანდი)

თებერვლის პირველ შაბათ-კვირას ტაილანდში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ფესტივალი იმართება. საპატიო ადგილი ყვავილების ზღვაში ცნობილ დამასკურ ვარდს უჭირავს. გარდა ამისა აქ წარმოადგენილია უამრავი ორქიდეა და ქრიზანთემა. ფესტივალი გრანდიოზული მსვლელობით მთავრდება, რომლის დროსაც ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი ყვავილების უზარმაზარი სკულპტურები მოცეკვავეების და აკრობატების თანხმებით გადადგილდებიან ქალაქის ქუჩებში.

 

Rose Parade (პასადენა, აშშ)

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ყვავილების ფესტივალი პირველად 1890 წელს, ახალ წელს გაიმართა და აქედან მოყოლებული ყოველ წელიწადს უამრავ მნახველს იზიდავს. ფესტივალი ტარდება პირველ იანვარს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს თარიღი კვირა დღეს დაემთხვა, 2 იანვარს ინაცვლებს. ქუჩებში იმართემა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიციების მსვლელობა, მუსიკალური შოუები, სხვადასხვა გამოსვლები და შეჯიბრებები. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. ვინაიდან თემატიკა შეზღუდული არაა, სკულპტურების მრავალფეროვნება წლიდან-წლამდე მატულობს.

 

Tapis de fleurs (ბრიუსელი, ბელგია)

“ყვავილების ხალიჩების” პირველი ფესტივალი ბელგიაში 1971 წელს ჩატარდა, ხოლო 1986 წლიდან ყოველწლიურ ღონისძიებად გადაიქცა, რომელიც ბელგიის დედაქალაქში  აგვისტოში იმართება. ყოველწლიურად აქ ათასობით მოხალისე იკრიბება, რომლების უდიდესი მოთმინებით აწყობენ ქალაქის მთავარ მოედანზე ნახატებს, რომელთა შექმნასაც ასობით ათასი ყვავილი ჭირდება. ფესტივალის თემა წლიდან წლამდე იცვლება და ერთადერთი, რაც უცვლელია, ნახატების და ორნამენტების დახვეწილობაა..

 

Genzano Infiorata (ჯენცანო-დი-რომა, იტალია)

ამ ფესტივალის ისტორია 1778 წლიდან იწყება, როცა ქალაქი პირველად მორთეს ყვავილებით ივნისსში, ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად. დღეს ეს ფესტივალი მასშტაბური ღონისძიებაა,, რომლისდროცას ქალაქის მთავარი ქუჩა – ვია ბელარდი ბიბლიურ თემაზე შექმნილი ყვავილების კომპოზიციებით იფარება. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდება და სანტა-მარია დელა ჩიმას ეკლესიისკენ საზეიმო მსვლელობით მთავრდება.

 

Battaglia dei fiori (ვენტიმილია, იტალია)

ფესტივალი “ყვავილების ორთაბრძოლა” ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალი მხოლოდ ორი დღე გრძელდება, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია. პირველი დღის დასასრულს მუსიკალური-საცეკვაო ნომრებით და ცეცხლოვანი შოუთი ეგებებიან, ხოლო მთელი მეორე დღის მანძილზე გარდა ქალაქში არსებული უამრავი ყვავილის სკულპტურის თვალიერებისა, შეგიძლიათ ყვავილებითაც იომოთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დღის ბოლოს მთელი ქუჩები ყავვილების ფურცლებითაა ხოლმე გადაპენტილი.

 

Batalla de flores (ვალენსია, ესპანეთი)

ყვავილებით ბრძოლა ესპანეთშიც იმართება. ფესტივალი ივლისის ბოლო კვირადღეს იმართება. ქუჩებში მთელი დღის მანძილზე მოძრაობენ პროცესიები, ყვავილებისგან ყველაზე უცნაური და ლამაზი კომპოზიციები იქმნებნა, ყვავილები არის ყველგან, სადაც გაიხედავთ.  კომპოზიციებს ულამაზესი გოგონები აცილებენ და ფესტივალის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაშინ იწყება, როცა ისინი გამვლელები მათ ყვავილების სროლას უწყებენ, ისინი კი  ტენისის ჩოგნებით იგერებენ.

 

Feria de Las Flores (მედელინი, კოლუმბია)

ყვავილების კოლუმბიური ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფესტივალად ითვლება. პირველად ფესტივალი 1957 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ფესტივალის მთავარი მოვლენა Silleteros- ის მსვლელობაა, რომელიც მონათმფლობელობის ეპოქის დასრულების სიმბოლოა. მონაწილებს ყვავილების კომპოზიციები საკუთარი ზურგით გადააქვთ დაამ პროცესიაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. შემდეგ ყვავილების კალათების მეპატრონეები საცეკვაო შოუსკენ მიემართებიან.  ფესტივალზე ისეთი მხიარულება და ფერადოვნებაა, როგორიც ზოგადად ახასიათებს ლათინურ ამერიკას.

Please reload