საფრანგეთის 11 ყველაზე ლამაზი ტურისტული მიმართულება

22 Sep 2016

საფრანგეთის გაგონებისას თვალწინ პირველად პარიზი და ეიფელის კოშკი წარმოგვიდგება, მაგრამ ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ამ ქვეყანაში სტუმრობისას.

 

1. კოლმარი

კოლმარი ელზასის სიდიდით მესამე ქალაქია და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ქალაქად ითვლება. ესაა ფერადი დასახლება, უამრავი ყვავილებით, ხასხასა ტონებში შეღებილი სახლებით და მხატვრული პატარა ქუჩებით. ქალაქში შუა საუკუნეების არქიტექტურა ჭარბობს. კოლმარი ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმია, სადაც ყველა ეპოქის არქიტექტურას შეხვდებით – ბაროკო, როკოკო, აღორძინების ეპოქა, თოგიკა, კლასიციზმი, მოდერნი და პოსტმოდერნი.

 

2. მიიოს ვიადუქტი

საყრდენ ბოძებზე დაკიდული საავტომობილო ხიდი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტარნის ხეობაზეა გაჭიმული, მიიოსთან ახლოს. ბრიტანელი არქიტექტორი ლორდ ფოსტერისა და ფრანგი ხიდების ინჟინრის მიშელ ვირლოჟოს ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნა ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდი მსოფლიოში, რომლის ერთ-ერთი საყრდენი სვეტი 341 მეტრია — ოდნავ მაღალი ვიდრე ეიფელის კოშკი და მხოლოდ 40 მეტრით მოკლე ემპაირ სტეიტ ბილდინგზე. ხიდი 2004 წელს აშენდა.

 

3. ვერსალი