WizzAir 7 ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ შვიდი ახალი მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანია ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავით ქუთაისის აეროპორტიდან 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას ამატებს: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი, ლარნაკა,მილანი, სოფია და სალონიკი.
ბილეთების მინიმალური ფასი 39,99 ევროა.
პირველი რეისი ბერლინი-ქუთაისის მიმართულებით განხორციელდება.
ახალ მიმართულებებთან ერთად „ვიზეარი“ქუთაისში თავის 25-ე ბაზასაც გახსნის.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ შვიდი ახალი ავიამიმართულების დანიშვნასთან დაკავშირებით გაიმართება
ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, "საქართველოსა ეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და "ვიზეარის“კომერციული დირექტორი ოვეინ ჯონსი გამართავენ.