ისრაელსა და საქართველოს შორის, ტურიზმი და სავაჭრო ურთიერთობები გაიზრდება


ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა „ბიზნესკონტრაქტთან“ განაცხადა, იგი უახლოეს პერიოდში ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას გეგმავს, სადაც ამ საკითხზე ისაუბრებს.

შაბთაი ცურის შეფასებით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობაა, რაც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობაა.

„როდესაც ეკონომიკის მინისტრს შევხვდები, ამ თემაზე ვისაუბრებთ. ასევე, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ისრაელიდან საქართველოში ჩამოვა და ქართველი მინისტრიც მიწვეული იქნება ისრაელში. ასე რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ადრე საქართველოდან მხოლოდ ერთი კომპანია დაფრინავდა, დღეს ექვსი კომპანია დაფრინავს და ასევე განვითარდება ბიზნესი და ვაჭრობა. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმი ვითარდება და სავაჭრო ურთიერთობებიც გაიზრდება, ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს 2600 წლიანი ისტორია აკავშირებთ“, - განაცხადა ელჩმა.

შაბთაი ცური ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდიდან შეიძლება, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ავტორი: დავით ჯალაღონია წყარო: businesscontract

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now