ათი რამ, რისი გაკეთებაც არ ღირს მადრიდში
მადრიდში წარმატებული ვოიაჟისთვის და სახლში მხოლოდ პოზიტიური მოგონებებით დასაბრუნებლად, საჭიროა იმ ბანალური შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ტურისტები.
ნუ დაბინავდებით ჩუეკას რაიონში
მართალია, ჩუეკა მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული რაიონია, მაგრამ მაინც არ ღირს იქ დაბინავება. რაიონი თავისი მრავალრიცხოვანი ბარებითა და ღამის კლუბებით, ხმაურანი და გვარიანად შეზარხოშებული ახალგაზრდებითაა ცნობილი, რომლებიც მთელი ღამე ეძებენ თავგადასავლებს. საერთო ატმოსფეროს მოწყენილი ”სიყვარულის მაძიებლები” და ცუდი რესტორნები, პირდაპირ ქუჩაში დაყრილი ნაგავი და არასასიამოვნო სუნი ავსებს. ასე რომ, თუ ბინის ქირაობას აპირებთ, უკეთესია უფრო ცივილური რაიონები: სალამანკა, ჩამარტინი და რეტირო აირჩიოთ.

ნუ შეჭამთ ყველგან და ყოველთვის
თუ გსურთ დაიცვათ ნამდვილი მადრიდული ტრადიციები, მაშინ ქალაქის გასტრონომიული გაცნობა ლანჩით უნდა დაიწყოთ. სწორედ ამ დროს მიირთმევენ ესპანელები პაელიას და სხვა ნაციონალურ შედევრებს. საღამო შეგიძლიათ მრავალფეროვან სამზრეულოს დაუთმოთ. როგორც წესი, ადგილობრივები ერთი ადგილას არასდროს ჩერდებიან დიდხანს, ერთი რესტორნიდან მეორეში მოგზაურობენ და ყველგან მხოლოდ თითო კერძს უკვეთავენ.

ნუ ივახშმებთ ზედმეტად ადრე
თუ საღამოს 6 საათზე ხართ ვახშმობას მიჩვეული, მაშინ მადრიდში საკუთარი განრიგის შეცვლა მოგიწევთ, რადგან ზოგადად ესპანელები და განსაკუთრებით მადრიდელები საღამოს 9 საათიდან იწყებენ ვახშამს. გამომდინარე აქედან რესტორნების უმეტესობა 20:30-მდე დაკეტილია. ქალაქის ყველაზე საინტერესო გასტრონომიულ ადგილებს შორისაა Latina, Salamanca, Malasana და Huertas.
ნუ ისეირნებთ Puerta del Sol
Puerta del Sol მადრიდის ცენტრალურ მოედნად ითვლება. გარდა ამისა, სწორედ აქედან ითვლება მანძილი ესპანეთის ნებისმიერ ქალაქმდე და რეგიონამდე. მოედანი ადგილობრივებზე მეტად ტურისტებს უყვართ, ამიტომ აქ ყოველთვის უამრავი ხალხია, რითიც ყველაზე მეტად ჯიბის ქურდები და წვრილმანი თაღლითები სარგებლობენ. ბევრად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს თუ Plaza de Oriente-ზე გაისეირნებთ ან Plaza Mayor-ის არქიტექტურული შედევრებით ტკბებით.

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთად და მოკლე დროში მოსწრებას
მადრიდი ის ქალაქია, რომელიც ეტაპობრივად უნდა დაათვარიელოთ და შეისწავლოთ. ”ოქროს სამკუთხედის” ყველა მუზეუმის ერთ დღეში შემოვლა ნაკლებად წარმატებული იდეაა. აირჩიეთ რომელიმე ერთი მუზეუმი და მისი ექსპონატებიც ინტერესით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით დაათვარიელეთ.
ნუ მოაწყობთ შოპინგს Gran Via-ზე
პომპეზური არქიტექტურის ფონზე, შოპინგი მადრიდის მთავარ ქუჩაზე ნაკლებად შთამბეჭდავია. მოედანზე ძირითადად fast fashion-ის ბრენდები, ტურისტული მაღაზიები, აფთიაქები და ქსელური ყავის კაფეებია წარმოდგენილი. თუ საინტერესო ინტერნაციონალურ ბრენდებს ეძებთ, მაშინ Salamanca-ში გაემგზავრეთ, ადგილობრივი დიზაინერების მოდელების შესაძენად კი, Malasana-ში გადაინაცვლეთ. დიდი ბაზრობის მოყვარულებს Rasto Flear Market-ში შეუძლიათ შეიარონ, რომელიც პრაქტიკულად მთელს კვარტალშია გაშლილი.

ნუ იმოძრავებთ ქალაქში ტაქსით
მართალია, ტაქსი მადრიდში საკმაოდ იაფია, მაგრამ ზოგიერთი ქუჩას, მათ შორის Latina-ს, Sol-ს ან Malasana-ს ისეთი განლაგება აქვთ, რომ უკეთესია თუ იქ ფეხით გაისეირნებთ. გარდა ამისა, ქალაქში საკმაოდ კარგადაა გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. შეგიძლიათ ერთკვირიანი ტურისტული აბონიმენტი შეიძინოთ, რომელიც ფულსაც დაგიზოგავთ და დროსაც.
ნუ ესტუმრებით პრადოს დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე
შეუძლებელია იმოგზაუროთ მადრიდში არ ნახოთ ველასკესის, გოიას, ელ გრეკოს და სხვა უდიდესი ფერმწერისა თუ მოქანდაკის ნამუშევარი. თუმცა, გიგანტურმა რიგებმა შესაძლოა ხელოვნების ყველაზე დიდი მოყვარულებიც დააფრთხოს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი პრადოსთან საღამოს 6-დან 8 საათამდეა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირას კი, მუზეუმში შესვლა უფასოდ შეიძლება. ოპტიმალური გამოსავალი მუზეუმში მოსახვედრად – ოფიციალურ საიტზე წინასწარ ვიზიტის დაჯავშნაა.
ნუ იცეკვებთ პოპულარულ კლუბებში
მადრიდის ღამის ცხოვრება არ ითვალისწინებს ღამის კლუბებს და ბარებს, მითუმეტეს, რომ პუბლიკის და მუსიკის ხარისხი იქ საკმაოდ დაბალია. თუ დილამდე ცეკვა გიყვართ, მაშინ Malasana-ს ან Latina-ს რაიონში შეიარეთ. ხმაურიანი გართობის მოყვარულები კი, ღამეს ქუჩაში ატარებენ მრავალრიცხოვან ტურისტებთან ერთად.

ნუ ესტუმრებით ტურისტულ ფლამენკო-ბარებს
ფლამენკო არა მარტო მადრიდის, არამედ მთელი ესპანეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციონია. თუმცა, მხოლოდ მადრიდში შეიძლება აღმოჩნდეთ დაბალი დონის ფლამენკოს წარმოდგენაზე და ისიც აზიელი ტურისტების გარემოცვაში. თუ ”ესპანეთის სულის” გაცნობა გინდათ, მაშინ ადგილობრივების რეკომენდირებულ კაფეებს: Candela-ს (2, Calle del Olmo) ან El Callejón de Madrid-ს (5, Calle de Manuel Fernández y González) ეწვიეთ. წყარო:autoradio.ge