top of page

ათი ევროპული სასტუმრო წყალზე

მყუდრო ლუქსი პარიზში და მშვიდი ოჯახური სახლი სომერსეტში, ჰოტელები ინგლისის არხებზე, სამაშველო კარჭაპები და კანჯოები ჰოლანდიაში და სახლი უზარმაზარი ფანჯრებით გერმანიისა და პოლონეთის ტბებზე – თუ არასდროს გიცხოვრიათ მცურავ სახლში, დროა მოსინჯოთ.

Larkspur Bathampton, სომერსეტი, დიდი ბრიტანეთი

მცურავ ჰოტელს კენეტ-ეივონის არხზე, ძირითადად ოჯახები ან შეყვარებული წყვილები სტუმრობენ. სასტუმროში კეთილმოწყობილი სამზარეულო, ორი საძინებლით და ლაუნჯ-ზონაა ძველებული ქვის ბუხრით. დამსვენებლებს არხში ცურვა და ადგილობრივი ღირსშსანიშნაობების დათვარიელებაც შეუძლიათ.

The Gainsborough Wharf Boatels, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

აღმოსავლეთ ლონდონის არხში გაჩერებულ ორ სახლს შეშის ფეჩი, მოდური ავეჯი და ღია გემბანი აქვს, სადაც გარუჯვაც თავისუფლად შეიძლება და პიკნიკის მოწყობაც.

Houseboat Suite Westertoren, ამსტერდამი, ნიდერლანდები

პრინსენგრაჰტის არხში გაჩერებული ოტელის ფანჯრებიდან ანა ფრანკის სახლი და ვესტერკერკის ეკლესია ჩანს. დიდი ფანჯრები, ღია სამზარეულო და სასადილო ოთახი, უფასო Wi-Fi, მუსიკალური ცენტრი Bluetooth-ის ფუნქციით და ტელევიზორი საძინებელში – პატარა სასტუმროს ნამდვილი სამოთხეა მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის.

Modern House Boat, ბერლინი, გერმანია

მცურავი სახლი პუმელსბურგის ტბაში, დამსვენებლებს კომფორტს და რომანტიკას ჰპირდება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სახლის პატარა აივანზე ყოველთვის შეგიძლიათ დატკბეთ სიმშვიდით და ერთი ბოკალი ღვინით, საღამოს კი, აუცილებლად გაისეირნეთ ქალაქში, რომელიც მცურავი სასტუმროდან სულ რაღაც 15 წუთის სავალშია.

HT Houseboats, მელნო პოლონეთი

იამნოს ტბის სახლები მეტალისა და შუშისგანაა აშენებული, ინტერიერი კი, სკანდინავიურ სტილშია მოწყობილი. რამდენიმე სახლი ნაპირზე დგას, მათთვის კი, ვისაც მოგზაურობა უყვარს, საკუთარი სახლით შეუძლია იცურაოს ტბაში.

Reddingsboot Harlingen Boat, ჰარლინგენი, ნიდერლანდები

მდიდრულად მოწყობილი კანჯო Lilla Marras, ერთ დროს სამაშველო ნავი იყო, 105 ოპერაციაში მონაწილეობდა და 45 ადამიანი გადაარჩინა. სასტუმრო შეყვარებულ წყვილზეა გათვლილი, რომელსაც კაპიტანთან წინასწარი შეთანხმებით, დასვენებასთან ერთად, რომანტიკული მოგზაურობის მოწყობაც შეუძლია ზღვაში.

Houseboat Hotels, შეფილდი, ბრიტანეთი

ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მოთავსებული სახლები თავისი მყუდრო ოთახებითა და სამზარეულოთი, განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც მეგაპოლისიდან შორს, პატარა ქალაქში უნდა დასვენება.

Salt & Sill, ჩიორნი, შვედეთი

პირველი შვედური სასტუმრო, კლედესჰოლმენის კუნძულთან ახლოს, ქალაქ გიოტებორგიდან 45 წუთის სავალშია. კომფორტული ოთახები, თანამედროვე დიზაინით პირდაპირ გემბანზეა მოწყობილი, ზღვის პეიზაჟებით დასატკბობად კი, ფანჯრიდან გახედვაც საკმარისია.

The Harbour Houseboat, ბემბირჯი, უაიტის კუნძული

უაიტის კუნძულის ნაპირებთან გაჩერებულ სასტუმროს ოთხი საძინებელი, ვინტაჟური ავეჯი და ილუმინატორის ფორმის ფანჯრები აქვს. თუმცა, დამსვენებლები, როგორც წესი ნაკლებად ჩერდებიან სასტუმროში და მთელ დღეებს ქალაქში სეირნობაში ატარებენ.

Devolu, პარიზი, საფრანგეთი

პარიზში, ტურისტული კატერებიდან მოშორებით გაჩერებული მცურავი სასტუმრო Devolu, 1920-იანი წლების დიზაინითაა შექმნილი. ოთხი საძინებელი, საკმაოდ დიდი სასტუმრო ოთახი და ტერასა აქვს, სადაც ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, საუკეთესო ფრანგული ღვინით და უგემრიელესი კერძებით შეიძლება დატკბობა.

Please reload

bottom of page