ყველაზე ორიგინალური აივნები
არსებობს დიდი და პატარა, კომფორტული და ნაკლებად მოხერხებული აივნები, თუმცა, არსებობს სივრცე, რომელსაც შეუძლებელია დაარქვა უბრალოდ “აივანი”.
1. ჰუნდერტვასერის სახლს ვენაში ყველაფერი აქვს – ბინებიც, ოფისებიც და … აივნებიც ნამდვილი ხეებით.

2. ტორონტოს ტელეანძის აივანზე “გასეირნება” მხოლოდ ექსტრემალებს შეუძლიათ და ისიც მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით. დანარჩენებისთვის კი, 365 მეტრის სიმაღლეზე ასვლა კატეგორიულად აკრძალულია.

3. ჩაის ჭიქებად აივნები ტოკიოში აქციეს.

4. როტერდამის 19-სართულიანი კაქტუსის სახლის ყოველი სართული კაქტუსის თითო ფოთოლს განასახიერებს.

5. ორიგინალური შენობა თავისი აივნებით ტოკიოს გარეუბანში, არქიტექტორის სუსაკუ არავაკას პროექტით აიგო.

6. აივნების ნაცვლად აუზების გაკეთების იდეა მუმბაის ერთ-ერთ შენობაში, არქიტექტორ ჯეიმს ლოუს ეკუთვნის.

7. VM Houses კოპენჰაგენში, თავისი “ეკლიანი” აივნებითაა ცნობილი.

8. ბალბოს სახლი ბარსელონაში ანტონიო გაუდის ერთ-ერთი ცნობილი შედევრია.

9. ცათამბჯენი “უილის-თაუერი” ჩიკაგოში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა აშშ-ში, შუშისგან გაკეთებული აივანი კი, 103-ე სართულზეა მოთავსებული და ტურისტებისთვის ერთგვარ ატრაქციონადაა ქცეული.

წყარო:autoradio