9 ყველაზე ლამაზი პეიზაჟი ზამთრის მოყვარულებისთვის

4 Oct 2016

თოვლიანი ზამთარი სწორედ ის დროა, როცა ზღაპრული პეიზაჟების ძებნაში მთელი მსოფლიო უნდა შემოიარო.

 

1 . დოლომიტის ალპები, იტალია

დოლომიტის ალპები მთიანი მასივია აღმოსავლეთ ალპებში. მასივი განლაგებულია იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგი პროვინციების ტერიტორიაზე: ბელუნო, ბოლცანო–სამხრეთ ტიროლი და ტრენტო. მასივი შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო, პუსტერია, პიავე, ბრენტა  და ადიჯე. მთები გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია — მარმოლადის მთა (3342 მეტრი).

 

2. მდინარე შანონი, ირლანდია

მდინარე შანონი ირლანდიის ყველაზე გრძელი მდინარეა და მისი სიგრძე 360.5 კილომეტრს შეადგენს. მდინარე ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების გამყოფ ბარიერს წარმოადგებს. მდინარის სახელი კელტების ქალღმერთის, Sionna-სგან წარმოსდგება.  ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული მდინარე მნიშვნელოვან სავაჭრო გზას წარმოადგენდა და პირველად ბერძენ-ეგვიპტელი გეოგრაფი, პტოლემეი მოიხსენიებს.

 

3. ბავარია, გერმანია

ბავარიაში, რომელიც ლუდითაა ცნობილი,არანაკლებ ლამაზი ზამთრის ხედებია. ბავარია მდინარე რაინის აუზში მდებარეობს. ფართობი 70.549 კმ²-ა, ქალაქებიდან ყველაზე ცნობილია მიუნხენი, აუგსბურგი და ნიურნბერგი. ამ რეგიონიდან იყო წარმოშობით შტრაუსიც. რეგიონის ეკონომიკური ცენტრი მიუნხენია.

 

4. ჰამნოი, ნორვეგია