ულამაზესი სასტუმრო გამოქვაბულში, სადაც დასვენება ზღაპარს ჰგავს

თუ სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულების დათვალირება გსურთ და თანაც ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი არ მოიკლოთ, ამის საშუალება უკვე არსებობს. სასტუმრო „Kagga Kamma Private Game Reserve” აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ქეიფთაუნიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.

აქაა უნიკალური ბუნებისა და თანამედროვე არქიტექტურის უნიკალური შერწყმა. სასტუმრო თანამედროვე მომსახურების ყველა სტანდარტს პასუხობს და დასვენების ფანტასტიკურ პირობებს უქმნის მსურველებს.

სასტუმროში სულ 10 ნომერია და თითოეულის ხედი ულამაზესია. აქვეა ერთი გამორჩეული ოთახი „Outcrop Open Air Room”, რომელსაც არ აქვს ჭერი და დამსვენებელს ფაქტობრივად სუფთა ჰაერზე სძინავს.

ერთი ღამის გატარება აქ 155 ფუნტი სტერლინგი ჯდება.