იაპონიაში წითელი ნეკერჩხლის სეზონი იწყება

საკურას ყვავილობის შემდეგ, უცხოელ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით ნეკერჩხლის ყვავილობა სარგებლობს, როცა ათასობით ხე, თითქოს იძირება შემოდგომის წითელ ფოთლებში. ნეკერჩხლის სეზონი, რომელსაც ხშირად ”მომიძისაც” უწოდებენ, ოქტომბრის ბოლოს იწყება.

იაპონიის ტურისტული სააგენტოს განცხადებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებული ტურისტული აქტიურობით გამოირჩევა, აღსანიშნავია, რომ ადრინდელთან შედარებით, მოგზაურების დიდი ნაწილი, წელს არა ბიუჯეტურ, არამედ საშუალო ღირებულების დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.
