ყველაზე მიმზიდველი და ეგზოტიკური ქალაქების ათეული ტურისტებისთვის
რეიტინგული გამოცემა Travel + Leisure იმ ქალაქების ათეულს აქვეყნებს, რომლებიც დამსვენებელთათვის ყველაზე მიმზიდველი და ეგზოტიკურია. ესაა ტურისტის თვალით დანახული ყველაზე ლამაზი ადგილები დედამიწაზე, სადაც ერთხელ მაინც ყველა ადამიანი უნდა მოხვდეს.
ამერიკული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზეა იაპონური ქალაქი კიოტო. ბოლო დროს ტურისტებში იაპონიის ქალაქების პოპულარობა გაიზარდა. „პოეტური განწყობის ადგილი“ -ასეთია კიოტოს მეორე სახელწოდება. საუკეთესოთა სამეულშია ამერიკული ჩარლსტონი და სიემ-რიპი კამბოჯაში. ეს უკანასკნელი კამბოჯას მთავარი ტურისტული ცენტრია. ყოველწლიურად აქ ორ მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის.
ამავე რეიტინგში აღმოჩნდა ორი იტალიური ქალაქი, რომი და ფლორენცია, მილანმა კი გამოცემის ყურადღება ვერ მიიქცია. ათეულშია ბანკოკი, ბარსელონა და კეიპტაუნი, ასევე კრაკოვი პოლონეთში და იერუსალიმი.
იერუსალიმი - ისრაელი

კრაკოვი - პოლონეთი

კეიპტაუნი - სამხრეთ აფრიკა

ბარსელონა - ესპანეთი

ბანკოკი - ტაილანდი

ფლორენცია - იტალია

რომი - იტალია

სიემ-რიპი - კამბოჯა

ჩარლსტონი - აშშ

კიოტო – იაპონია
