10 ყველაზე იაფი ქალაქი შემოდგომაზე სამოგზაუროდ

10 Oct 2016

დაბალი ბიუჯეტი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მოგზაურობის დაგეგმვაში. მცირე ფინანსური რესურსით მოგზაურობისთვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

 

გთავაზობთ ევროპის 10 ყველაზე იაფ ქალაქს საშემოდგომო მოგზაურობისთვის.

 

10. ლილი, საფრანგეთი

 

ლილი პირველად შევიდა ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში, რაც სასტუმროების ფასის დაწევამ გამოიწვია. ამ ქალაქში სამვრასკვლავიან სასტუმროში ორი ადამიანისთვის ღამის გატარება დაახლოებით 90 ევრო დაგიჯდებათ. ლილის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისაა, რომ საფრანგეთის სხვა ქალაქებთან შედარებით აქაურობა მყუდრო და მშვიდია.