5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

10 Oct 2016

შობა ის დღესასწაულია, რომელსაც მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულად ელოდებიან. წინასაშობაოდ ყველა ქვეყანა თავისებურად ემზადება, ხოლო მათი წამყვანი ქალაქები ხშირად ამ მხრივ ერთგვარ ხელოვნებასაც ქმნიან.

 

გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც საშობაო ბაზრობები ერთგვარ სანახაობებს წარმოადგენს:

 

სტოკჰოლმი, შვედეთი (21 ნოემბერი – 23 დეკემბერი)

ყოველ დღე, 11-დან 18 საათამდე, ცენტრალურ მოედანზე შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული ბაზრობა იმუშავებს. ხის სავაჭრო პავილიონები სიმბოლური ნივთებით ივსება. აქვე არის შესაძლებელი დელიკატესების შეძენაც, მაგალითად ირმის ხორცი, ჯანჯაფილის ორცხობილა და ა.შ.ბავშვებისთვის აქ შესაძლებელია ზღაპრების მუზეუმში სტუმრობაც და სწორედ იმ სახურავის ნახვა, სადაც კარლსონი ცხოვრობდა.

 

ნიურბერგი, გერმანია (28 ნოემბერი-24 დეკემბერი)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროპული ბაზრობა მსოფლიოში. აქ მოსულებს ცხელი ვაფლი და ბლინები, ბანანი სპეციალური მოსასხამით და თბილი ნამცხვრები სხვადასხვა არომატით დაგხვდებათ. თითოეულ ჯიხურში გლინტვეინს სიმბოლურ ფასად შეიძენთ, ხოლო თუ ფინჯანი, რომელშიც მას გისხამენ მოგეწონათ, შესაძლებელია სუვენირის სახითაც წაიღოთ.

 

„ჰანს საქსის“ მოედანზე ბაზრობის ნაწილია განთავსებული, რომელიც მთლიანად ბავშვებს ეძღვნებათ. ყველაზე პატარა სტუმრებს აქ თავად შეუძლიათ სანთლების მასტერ-კლასებში მონაწილეობა და ჯანჯაფილის ორცხობილები დამოუკიდებლად შეღებონ.

 

სტრასბურგი, საფრანგეთი (27 ნოემბერი – 31 დეკემბერი)

სტრასბურგს მეორენაირად შობის დედაქალაქს უწოდებენ, სწორედ აქ არის ბაზრობა, რომელიც 1570 წლიდან ფუნქციონირებს. დელიკატესებს შორის, რომლებსაც აქ შემოგთავაზებენ არის ტრადიციული ნამცხვრები ნიგვზითა და ცუკატებით, შინაური ღვინო და პაშტეტი ფუა-გრასგან.

 

ყოველწლიურად არჩევენ ერთ ქვეყანას, რომელიც სტრასბურგის სადღესასწაულო ბაზრის საპატიო სტუმარი ხდება. წელს ეს პატივი ლუქსემბურგს ერგო, ამიტომ ბაზარში იქნება სპეციალური სექციები, სადაც კარტოფილის ბლინები, სოსისები, ვაშლის გლინტვეინი და ქვეყნის სხვა დელიკატესები გაიყიდება.

 

არ დაგავიწყდეთ ცნობილი სტრასბურგის ეკლესიის სახურავზე ასვლა და ქალაქის ულამაზესი განათების ზემოდან ყურება, გაისეირნოთ ქალაქში ტრამვაით და მოუსმინოთ პეტრე და პავლეს ეკლესიაში ორღანზე დაკვრას.

 

პრაღა, ჩეხეთი (28 ნოემბერი – 1 იანვარი)

პრაღაში საშობაოდ მომზადება წვრილმადენამდე დაიყვანეს – კარლის ხიდზე განათებას ისინი ყოველ დღე ხელით ანთებენ, რათა ქალაქს ჯადოსნურობა შეუნარჩუნონ. ბუნებრივია, ძალიან ცივა, ამიტომ გათბობა აქ გლინტვეინით ან პრაღის თაფლის ლიქიორით შეგიძლიათ, დასაგემოვნებლად შემწვარი წაბლი, სოსისი, დესერტად კი – ცხელი ორცხობილა, რომელსაც ცომში შაქარი და დარიჩინი აქვს შეზავებული.

 

პრაღის ბაზარზე რთულია თავი შეიკავოთ სანთლების ყიდვისგან, რომელიც დიდი რაოდენობით არის და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ზოგიერთი მათგანის დამზადების პროცესს ადგილზევე შეგიძლიათ უყუროთ.

 

ვარშავა, პოლონეთი (27 ნოემბერი – 6 იანვარი)

მოედანზე, მთავარი საშობაო ბაზარი აქ ნაძვის ხეების გარშემო ჩამწკრივებულ ლამაზ ჯიხურებს წარმოადგენს. სუვენირებს აქ როგორც პოლონეთის, ისე ლიტვის, სლოვენიისა და ჩეხეთის შესახებ შეიძენთ. აუცილებლად დააგემოვნეთ შებოლილი ყველი გრილზე მურაბით, ხოლო თუ შეგცივდათ დალიეთ ცხელი ლუდი ჟოლოს სიროფით.

 

გასტრონომიული ნაწილის შემდეგ კი დაჯექით ორსაათიან მატარებელზე კრაკოვში, სადაც არამარტო საშობაო ბაზარს, არამედ ქალაქსაც დაათვალიერებთ.

 

აუცილებლად ესტუმრეთ კრაკოვის ისტორიულ მუზეუმს. ის, ვინც მართმადიდებლურ შობას გადაწყვეტს ამ ქვეყანას ესტუმროს, ნამდვილად არ მოიწყენს. ყოველ 6 იანვარს აქ კოსტიუმირებული ულამაზესი სანახაობა ეწყობა.

Please reload

Please reload