top of page

რუკა, რომელზეც მსოფლიოს აეროპორტების Wi-Fi-ს პაროლებს ნახავთ

კომპიუტერული უსაფრთხოების ინჟინერმა და ბლოგერმა, ანილ პოლატმა მოგზაურობის მოყვარულთათვის საკმაოდ სასარგებლო მასალა შექმნა. მის ქმნილებას WiFox ჰქვია და ეს არის ინტერაქტიული რუკა, რომელიც მსოფლიოს მსხვილი აეროპორტების Wi-Fi-ს პაროლებს შეიცავს.

რუკაზე თვითმფრინავის სიმბოლოებით აღნიშნულია აეროპორტები, მარცხნივ კი მოცემულია სია, სადაც ქსელები და პაროლებია მოცემული.

სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია. მაგალითად თუ გადაწყვეტთ რომს ესტუმროთ, მოძებნეთ რუკაზე ეს ქალაქი, აირჩიეთ ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტი. ამის შემდეგ გაიგებთ, რომ აქ ხელმისაწვდომია რამდენიმე Wi-Fi, მაგალითად Casa Alitalia Lounge, რომელიც უფასოა და Aviapartner, რომელსაც იქვე მიწერილი აქვს, რომ მისი პაროლია Aviapartner01.

ინფორმაცია მუდმივად განახლებადია და მას ემატება სხვა აეროპორტების მონაცემები, ამასთან, მომსახურება ძალიან კომფორტულია, რადგან როგორც iOS-თან, ისე Android-თან ის თავსებადია.

Please reload

bottom of page