top of page

რა ღირს ევროპაში ტაქსით მგზავრობა?


ევროპაში, ტაქსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივებს შორის. უმსხვილესმა შვეიცარიულმა კონგლომერატმა, ბანკმა UBS-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტაქსით მგზავრობის ფასი შეადარა და ამ კრიტერიუმით ყველაზე ძვირიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

ევროპულ ქალაქებს შორის, ყველაზე ძვირიანი ნორვეგიის დედაქალქი ოსლო აღმოჩნდა, სადაც UBS-ის მონაცემებით 5-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა საშუალოდ 29,41 ევროდ შეიძლება. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებზე ციურიხი და ლუქსემბურგი აღმოჩნდნენ, შესაბამისი 25,18 და 20,47 ევროთი.

ყველაზე ძვირიანი ევროპული ქალაქების ათეულში ჟენევა (18,86 ევრო), სტოქჰოლმი (17,01 ევრო), მილანი (15,85 ევრო) და ამსტერდამიც (14,86 ევრო) მოხვდნენ. შედარებით იაფია ტაქსით მგზავრობა კოპენჰაგენში (14,16 ევრო), ჰელსინკში (13,96 ევრო), ფრანკფურტში (13,72 ევრო), ბერლინში (13,54 ევრო), ვენაში (13,21 ევრო), რომსა (13,05) და მიუნხენში (12,85 ევრო).

ბრიუსელი (11,66 ევრო) რეიტინგის 21-ე ადგილზე მოხვდა. ერთი პოზიციით ჩამორჩა მას პარიზი, სადაც 5 კილომეტრზე მგზავრობა 11,40 ევრო დაგიჯდებათ. ამგვარი მაჩვენებლით საფრანგეთის დედაქალაქმა რამდენიმე პოზიციით უკან ჩამოიტოვა ლონდონი და ბარსელონა, სადაც ამავე მანძილზე ტაქსით მგზავრობა 9,25 და 9,39 ევრო ღირს.

როგორც აღმოჩნდა ტაქსით მგზავრობა ყველაზე იაფად ბუქარესტში (3,03 ევრო), სოფიაში (2,79 ევრო) და კიევში (1,46 ევრო) შეიძლება.

Please reload

bottom of page