როგორ გამოიყურება ყველაზე ბედნიერი ქალაქი ჩვენს პლანეტაზე
ალბათ ყველა ჩვენგანს უოცნებია ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც ყველას, ან თითქმის ყველა ადამიანს მაინც ცხოვრება უხარია.
გვსურს გაგახაროთ: ასეთი ქალაქი არსებობს! და ის არამარტო ყველაზე ბედნიერი, არამედ ძალიან ლამაზიცაა.

ეს სეულია — სამხრეთ კორეის დედაქალაქი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალაქად აღიარეს. აქ შემოსავლებთან მიმართებაში უთანასწორობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, დანაშაულის მინიმალური დონეა და ქალაქის მაცხოვრებლები გამოირჩევიან მყარი ჯანმრთელობით.
ასეთ დასკვნებამდე მივიდა საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია Arcadis, რომელმაც შეაფასა მსოფლიოს 100 ყველაზე დიდი ქალაქი.

ეს იმ მცირე რაოდენობის მეგაპოლისებიდან ერთ-ერთია, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლებიც და ტურისტებიც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ დღის ნებისმიერ დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ სეულში 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.


სამხრეთ კორეის ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და განათლებაზე. სწორედ ეს მაჩვენებლები დაეხმარა სეულს, რომ ამ რეიტინგში პირვლი ადგილი მიეღო.

ბოლო დროს სეულმა აქტიურად დაიწყო “ჭკვიანი ქალაქის” პროექტზე მუშაობა. აი, მაგალითად, ადგილობრივებს, რომლებსაც შედარებით დაბალი შემოსავალი აქვთ, უფასოდ დაურიგეს სმარტ-მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც ქალაქის უკაბელო მაღალსიჩქარიან ქსელებთან ხდება დაკავშირება.
