მსოფლიოს 9 საოცრება: ყველაზე ეგზოტიკური სასტუმროები
თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ და სასტუმროების არჩევის კუთხით პრეტენზიული ადამიანი ბრძანდებით, მაშინ ჩვენი დღევანდელი სტატია თქვენთვისაა. ჩვენ შევარჩიეთ 9 ყველაზე ეგზოტიკური და უცნაური სასტუმრო, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს.
მარმარა – ანტალია, თურქეთი.
ეს ერთადერთი სასტუმროა, რომელიც ტრიალებს. მას 24 ნომრიანი სახურავი აქვს, რომელიც ტრიალებს. შესაბამისად, აქ დამსვენებელთათვის ხედი ყველა მიმართულებით იშლება.

ნოუ – ბერლინი, გერმანია.
სასტუმროს დიზაინი ფანქის სტილშია გადაწყვეტილი. ის თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი და 304 ოთახს მოიცავს. დამსვენებელს აქვს საშუალება თავად შეარჩიოს ნომრის ფერი, ან თუნდაც იმ სართული ფერი, რომელზეც უნდა იცხოვროს.

Kokopelli’s Cave Bed and Breakfast – მექსიკა.
ეს სასტუმრო 1980 წელს დაარსდა. ნომრების ინტერიერი გამოქვაბულს გავს და ის 30 მეტრის სიღრმეზეა გაშენებული. ამის მიუხედავად ნომრებს აქვს ინდივიდუალური ვენტილაციის სისტემა.

Attrap’Rêves – საფრანგეთი.
ესაა იდეალური საშუალება სუფთა ჰაერზე დასვენების მოყვარულთათვის. სასტუმროს ნომერი გიგანტურ მინის კაპსულას მოგაგონებთ, სადაც ძალიან უყვართ დასვენება შეყვარებულ წყვილებს. მსურველებს აქვთ საშუალება გამჭვირვალე მინა სპეციალური საფარით დაფარონ.

Ice Hotel – შვეცია.
ესაა ყინულისა და თოვლისგან შექმნილი ყველაზე დიდი სასტუმრო მსოფლიოში. სტუმრებს აქ მინუს ტემპერატურაზე სძინავთ და ბუნებრივია, ეს ტემპერატურა ნაწილდება სასტუმროს მთელს ტერიტორიაზეც. გამომდინარე იქიდან რომ ზაფხულში ყინულის დნობა გარდაუვალია, სასტუმროს ყოველწლიურად თავიდან აშენებენ.

PALACIO DE SAL – ბოლივია.
სასტუმრო მთლიანად სუფთა მარილისგანაა აშენებული. აქ 15 ნომერია და თვით ბარიც კი, მარილისგანაა აშენებული. ერთადერთი, რაც მარილისგან არ დამზადებულა, საშხაპე გახლავთ.

Jules Underwater Lodge – ფლორიდა.
ეს სასტუმრო წყალქვეშ მდებარეობს და თავდაპირველად ის სამეცნიერო-კვლევითი ობიექტი გახლდათ. სასტუმროს გარშემო ველური ბუნების წყლებია და აქ ცურვა ნებისმიერ დამსვენებელს შეუძლია. იმისთვის, რომ სასტუმრომდე მიაღწიოთ, წყალში 6.5 მეტრის სიმაღლეზე უნდა დაეშვათ.

Sandcastle Hotel – დიდი ბრიტანეთი.
ეს სასტუმრო ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც უდაბნო უყვარს. ამ სასტუმროს შექმნაზე 4 ცნობილი სკულპტორი მუშაობდა და მის აშენებას 1100 ტონა ქვიშა დასჭირდა.

Mirrorcube Tree Hotel – შვეცია.
ეს სასტუმრო ალუმინის ყუთს გავს. ის ხეზეა დაკიდებული და მხოლოდ 2 ადამიანს იტევს.
