top of page

რომელ ქვეყნებს ანიჭებენ ბავშვები უპირატესობას მოგზაურობის დროს


ბავშვებმა, რომლებიც ძალიან ხშირად მოგზაურობენ, თავისი საყვარელი მიმართულებები გამოავლინეს. პორტალმა Booking.com ჩაატარა გამოკითხვა და დაადგინა, რომ სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები უპირატესობას ამერიკას, მოზარდები კი იაპონიას ანიჭებენ.

აღმოჩნდა, რომ 5-დან 11 წლამდე რესპოდენტებს გარდა ამერიკისა, ასევე საბერძნეთი, ბრაზილია, კანადა და მექსიკაც ხიბლავთ. ხოლო 12-დან 15 წლამდე ბავშვებს კი საბერძნეთი და ბრაზილია.

საინტერესოა, რომ მათთვის მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ინტერნეტთან წვდომა, განსხვავებული ფოტოების გადაღება და მათი მაშინვე სოციალურ ქსელებში განთავსებაა.

გარდა ამისა, პატარა დამსვენებლებისთვის მნიშვნელოვანი – კომფორტი და გემრიელი კერძებიცაა.

Please reload

bottom of page