ევროპის 5 ქალაქი შემოდგომის უიკ-ენდისთვის

2 Nov 2016

 

ეიფელის კოშკი პარიზში და ცნობილი აბანო ბუდაპეშტში, ძველი ქალაქი რიგაში და კარლოვის ხიდი პრაღაში – იდეალური საშემოდგომო შვებულება და დაუვიწყარი მოგონებები!

 

პრაღა, ჩეხეთი

 

”თუ გინდათ უცხოპლანეტელებს ევროპა ერთი ქალაქით გაააცნოთ, აჩვენეთ მათ პრაღა!” – ამბობდა ცნობილი ჟურნალისტი პეტერ ვაილი. პრაღა ყოველთვის არაჩვეულებრივი ქალაქი იყო, რომელმაც საკუთარ თავში ევროპული ქალაქების ყველა ღირსება გააერთიანა. ტურისტები პრაღაში წითელი კრამიტის სახურავებით დასატკბობად, გოლემსა და ალქიმიკოსებზე ლეგენდების მოსასმენად, შუასაუკუნეების ქუჩების ლაბირინთებში სამოგზაუროდ, წმინდა ვიტას ტაძრის სანახავად და კარლოვის ხიდზე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად ჩადიან. მოგზაურობის აუცილებელ პროგრამაშია სტარომესტის მოედანზე სეირნობა, ვიშეგრადის მოჩვენებების გაცნობა და ადგილობრივ კაფეებში ჩეხური ლუდის დაგემოვნება.

 

პარიზი, საფრანგეთი

 

პარიზი დიდი ხანია არ თმობს ლიდერობას ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტების რეიტინგში. მისი მთავარი კოზირი – ელისეის მინდვრები, ჯოკონდა ლუვრში, დიდებული ტაძარი ნოტრ-დამ-დე-პარი და თავბრუდამხვევი ხედებია ეიფელის კოშკიდან. საფრანგეთის დედაქალაქი მისი მუდმივად ხმაურიანი ბულვარებით, ორსეს მუზეუმის სიმდიდრით და მონმარტრის იმ პატარა კაფეებით იზიდავს მოგზაურებს, სადაც ოდესღაც მთელი ევროპის ბოჰემა იყრიდა თავს.