რას ურჩევენ ადგილობრივები ტურისტებს, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი უსიამოვნებები

რატომ არ შეიძლება ინდოეთში კოცნა, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ადამიანების ფოტოგრაფირება, სინგაპურში ნაგვის დაყრა, იტალიაში კი, კაპუჩინოს სადილის შემდეგ მირთმევა – რას ურჩევენ ადგილობრივები ტურისტებს, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმები და ზედმეტი უსიამოვნებები.

* ნუ დაყრით ნაგავს სინგაპურის ქუჩებში, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის ამ ნორმის დარღვევა 1000 დოლარამდე ჯარიმით ისჯება.

* მალაიზიაში მოგზაურობისას გახსოვდეთ, რომ ამ ტროპიკულ სამოთხეში მალაიზიელები, ჩინელები და ინდუსები ცხოვრობენ, თავი კი, აზიურ კულტურაში სხეულის წმინდა ნაწილად ითვლება, ამიტომ ნუ შეეხებით საკუთარ თავს და ნუ ეცდებით სხვის თავზე გადააწოდოთ რაიმე ნივთი, მინიშნების შემთხვევაში კი, მიანიშნეთ მხოლოდ ცერა თითით და არავითარ შემთხვევაში საჩვენებლით.

* თუ შეყვარებულთან ერთად დელიში აღმოჩნდით, არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ საკუთარი გრძნობების სხვების დასანახად გამჟღავნება, რადგან ინდოეთში, კოცნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში პატიმრობით ისჯება. ნურაფერს გადააწოდებთ მარცხენა ხელით, რადგან ინდოელები მარცხენა ხელს, ფეხის ტერფებთან ერთად ბინძურად თვლიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ზურგს შეაქცევთ ადამიანს, ტაძარს ან ღვთაებას, თქვენს მოქმედებას აუცილებლად შეურაცხმყოფელად ჩათვლიან.

* არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ქცევის არანაკლებ მკაცრი წესებია. დაქორწინებულ წყვილს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთმანეთისთვის მხოლოდ ხელის მოკიდება შეუძლიათ. კოცნისთვის ან სხვა გრძნობის გამომღავნებისთვის – ქალბატონებს პატიმრობა ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ. თითქმის ყველა მუსულმანურ ქვეყანაში იკრძალება ადამიანების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების ფოტოგრაფირება.

* ინდონეზიაში ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად სივრცეს. თუ გაცნობისას ხელი არ ჩამოგართვეს, ნუ გაბრაზდებით, რადგან ინდონეზიელებს ძალიან არ უყვართ, როცა უცნობები ეხებიან. იმ შემთხვევში, თუ პატივი დაგდეს და ხელი გამოგიწოდეს, ჩამოართვით მხოლოდ მარჯვენა, რადგან მარცხენა ხელით მისალმება აქ ცუდ ტონად ითვლება.

* ინდონეზიის მსგავსად, იაპონიაშიც არსებობს ”მარჯვენა ხელის ჩამორთმევის წესი”. გარდა ამისა, ამომავალი მზის ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა ლაპარაკი, რესტორანში კი, უზრდელობად ითვლება კერძის შემადგენლობის შეცვლის მოთხოვნა.

* იტალიელები ძალიან გაბრაზდებიან, თუ შეამჩნიეს, რომ კაპუჩინოს დღის 12 საათის შემდეგ მიირთმევთ. ”კაპუჩინო – მხოლოდ საუზმეზე!” – სწორედ ასეთია იტალიელების დევიზი. გარდა ამისა, აპენინის ნახევარკუნძულზე, პასტას ჩანგალზე დახვეულს მიირთმევენ ყველანაირი დანის ან კოვზის გარეშე.

* პერუში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებს, რადგან ის ადამიანებს აერთიანებს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ მზარეული, რადგან ეს არა მარტო მისი, არამედ მთელი ნაციის შეურაცხყოფა იქნება.

* ჩინეთში კარგ ტონად ითვლება, თუ რესტორანში ანგარიშის გადახდას დაიჟინებთ.

* თუ არ გინდათ ჩაგთვალონ შეშლილად ნუ მიაშტერდებით გამვლელებს გერმანიაში. თუ გერმანელებთან დამეგობრება გინდათ ნუ გამოელაპარაკებით მათ სუპერმარკეტში, გაჩერებაზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნაცისტური მისალმებისთვის გერმანიაში რამდენიმეწლიანი პატიმრობა გემუქრებათ.

* ბულგარეთში, საბერძნეთში და თურქეთში თავის დაქნევა უარყოფას ნიშნავს, თავის აქეთ-იქით ქნევა კი, პირიქით – თანხმობას.

* ამერიკის სამხრეთში, ადგილობრივებთან საუბრისას თავისუფლად შეიძლება იგრძნოთ თავი გასაუბრებაზე და გაგიჩნდეთ დისკომფორტი. ამერიკის ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმულად ზრდილობიანი საუბარი, სიტყვების ”სერ” და ”მემ” ზედმეტად ხშირად გამოყენებით.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now