ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში


ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

1 ნოემბერს Pobeda Airlines როსტოვი-თბილისის-როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

Pobeda Airlines, „აეროფლოტის“, „სიბირისა“ და „ურალის ავიახაზების“ შემდეგ მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda რუსული აეროფლოტის ჯგუფის წევრია. კომპანიის მფლობელობაში ამ დროისთვის 12 ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდი შედის და ის რეგულარულ ფრენებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. წყარო: fortuna.ge

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია