3 საიდუმლო ადგილი დედამიწაზე, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ

დედამიწაზე არის უამრავი საინტერესო ადგილი, რომელთა მონახულებას ჩვეულებრივი ადამიანი ვერასდროს შეძლებს.
გამოცემამ „Bright side” იმ ტერიტორიების სია შეადგინა, რომლებიც მოგზაურებს ყველაზე მეტად აინტრიგებენ, თუმცა მათი ნახვა სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.
პირველი ასეთი ადგილი, ვირჯინიას შტატში მდებარე „სასწრაფო ოპერაციების ცენტრია“. ადგილი, საიდანაც კატასტროფის შემთხვევაში ქვეყნის მართვა გაგრძელდება, თუმცა ცენტრი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ იქ სამოქალაქო პირების შეღწევის შანსი ნული პროცენტია.
მეორე მსგავსი ადგილი ახალ ორლეანში მდებარე „კლუბი 33“-ია. საიდუმლო საზოგადოება, რომელიც თავად უოლტ დისნეიმ 1967 წელს ჩამოაყალიბა და ის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა თუ უბრალოდ მილიონერების თავშეყრის ადგილი იყო. ჩვეულებრივ ადამიანს იქ მოხვედრა მხოლოდ 14 წლიანი ლოდინის და ყოველთვიური საწევროს – 10,450 დოლარის გადახდის შემდეგ შეუძლია. თუმცა, კლუბის წევრობის გარანტია ვერც ამ წესების დაცვა ვერ იქნება.
გასაიდუმლოებულ ადგილთა სამეულს კი ბრაზილიის vale de Javari ასრულებს. ამაზონის ჯუნგლებში გადამალული ტერიტორია, სადაც 14 აბორიგენი ტომი სახლობს და იქ მოხვედრა შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.