top of page

ადამიანებს ყველაზ მეტად მოგზაურობა აბედნიერებთ


როგორც ჩანს, მოგზაურობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა და მას ვერც მატერიალური თუ ცხოვრებისეული ღირებულებები ვერ შეედრება.

ასეთი დასკვნა ექსპერტებმა 17 ქვეყნის 17 ათასი წარმომადგენლის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს.

გამოკითხულთა 49%-მა აღიარა, რომ სხვადასხვა ქვეყნების მონახულებისას ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა, ვიდრე საკუთარ ქორწილში.

51% კი საყვარელ ადამიანთან პაემანს უცხო ქუჩებში ბოდიალს ამჯობინებს. მოგზაურობა 50%-ს მეტ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე ახალი სამსახურის დაწყება.

მეტიც, 29% აღნიშნავს, რომ ტურიზმი მათთვის შვილების გაჩენაზე უფრო მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობას ბედნიერება ჯერ კიდევ დაგეგმვის მომენტიდან მოაქვს და ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან დადებითად აისახება.

Please reload

bottom of page