საუკეთესო ადგილები ევროპაში ახალი წლის შესახვედრად

5 Dec 2016

ბერლინი

გერმანიის დედაქალაქმა წლების მანძილზე ხმაურიანი წვეულებების ქალაქის რეპუტაცია დაიმსახურა, ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ ახალ წელს აქ მასშტაბურად აღნიშნავენ. ამ დღეს მთავარი ღირშესანიშნაობა ბრანდერბურგის ჭიშკრის და გამარჯვების სვეტს შორის 2 კილომეტრზე გაჭიმული ე.წ. „წვეულებების მილია“. ეს სივრცე ბარებით, საკვების ურიკებით, სცენებით და კარვებით არის სავსე. შუაღამეს ცას ფეიერვერკები ანათებს, რის შემდეგ ხალხი საცეკვაოდ ქალაქის კლუბებში მიემართება. საახალწლოდ ბერლინს დაახლოებით მილიონი ტურისტი სტუმრობს.

პრაღა

პრაღა ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის სტატუსით სარგებლობს და ახალ წელს ეს ყველაზე ნათლად ჩანს. ქუჩები ხალხით ივსება, ბარებსა, კლუბებსა და რესტორნებში თავისუფალი ადგილის მოძებნა პრაკტიკულად შუძლებელია. აქტიურობის ცენტრი ვენცესლავის და ძველი ქალაქის მოედნებია. მთელს ქალაქს ფოიერვერკები ანათებს. შუაღამეს შამპანურის ბოთლებს ამსხვრევენ, ასე რომ შესაძლოა მუზარადი დაგჭირდეთ, მაგრამ ნუ თუ ეს შეგაჩერებთ ევროპის შუაგულში ახალი წლის აღნიშნვისგან?

სტამბოლი

სტამბოლი ჭეშმარიტად ჯადოსნური ქალაქია, მაგრამ ახალ წელს მისი მაგია მწვერვალს აღწევს. თუ ხმაურიანი ზეიმის მომხრე ხართ, ტაქსიმის მოედანი გელით. შეუერთდით მოზეიმეთა რიგებს, რომლებიც ქუჩაში იმპროვიზირებულ წვეულებებს მოაწყობენ. თუ ქუჩაში გართობა მაინც და მაინც არ გიზიდავთ, ბოსფორზე კრუიზის დაჯავშნა შეგიძლიათ და მოზეიმე ქალაქის ხედებით შორიდან დატკბით. ასე, ფეიერვერკებსაც მშვენივრად დაინახავათ.

ვენა

ინტელექტუალების და მხატვრების ეს საყვარელი ქალაქი იდეალური ადგილია, თუ  ძველი სამყაროს შარმი გიზიდავთ. მთავარი ღონისძიება - დიდი მეჯლისი ძველ ქალაქს მოგატარებთ. მეჯლისი დღის 2 საათზე იწყება და დილამდე გრძელდება. უპირატესობას აქ სანელებლებით გაჯერებულ ღვინოს ანიჭებენ. შუაღამისას კი ცას შთამბეჭდავი ფეიერვერკი ანათებს. ახალი წლის პირველ დღეს კი უზარმაზარ სცენაზე ვენის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტით დატკბებით.

ამსტერდამი

საახალწლოდ ამსტერდამი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ქალაქის ქუჩები ხალხით ივსება. კონცერტები და ღონისძიებები როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე ბარებსა და რესტორნებში იმართება. ფეიერვერკებზე ქალაქის უმრავი ხიდებიდან მშვენიერი ხედი იშლება. მას შემდეგ კი რაც საათი შუაღამეს ჩამოჰკრავს, ზეიმიბარებსა და კლუბებში გრძელდება.

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია