კომპანია Lufthansa მგზავრებს საშობაო სიურპრიზს უმზადებს

10 Dec 2016

Lufthansa საშობაო საჩუქრებს დაარიგებს. ავიაკომპანია დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პერიოდში მათი თანამგზავრი იქნება, განსაკუთრებულ სიურპრიზებს პირდება. დასაწყისისთვის სადღესასწაულოდ მოირთვება აეროპორტი და ის დარბაზები, სადაც მგზავრებს ლოდინი მოუწევთ. პირველი კლასის მგზავრებს უგემრიელეს, სპეციალურად შობისთვის მომზადებულ კერძებსაც შესთავაზებენ. სხვა მგზავრებს კი სხვადასხვა ტკბილეულს მიართმევენ. თვთმფრინავის ბორტიც საახალწლო გირლიანდებით მოირთვება და უსაჩუქროდ არც ერთი მგზავრი არ დარჩება. საინტერესოა, რომ საშობაო სამზადისი Lufthansa-ში 12 დეკემბრიდან დაიწყება და 24 დეკემბერს ჯადოსნური საღამოთი დასრულდება.

 

Please reload

Please reload