ყველაზე უჩვეულო სასტუმროები

12 Dec 2016

 
მოგზაურობის დაგეგმვისას უმეტესობა უპირატესობას კომფორტულ და სტანდარტულ ოტელებს ანიჭებს, მაგრამ თუ რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ, მსოფლიოს რამდენიმე უჩვეულო სასტუმრო დაათვალიერეთ.
 

1. THE MANTA RESORT
ტანზანია, კუნძული პემბა

 

ეს ჩვეულებრივი ზღვისპირა სასტუმრო იქნებოდა რომ არა ერთი ნომერი - მოტივტივე სახლი წყალქვეშა ოთახით. Underwater Room -ი ნაპირიდან 250 მეტრში მდებარეობს. ამ ეკზოტიკური კონსტრუქციის გენბანზე დღისით გაირუჯებით, ღამე კი ვარსკვლავებიანი ცის ხედით დატკბებით. წყალქვეშა საძიენბლის უზარმაზარი ფანჯრები წრიულ ხედს უზრუნველყოფს: მარჯნის თევზებს, კოლმარებს, რვაფახებს და ზღვის სხვა ბინადრების ცხოვრებას დაკვირდებით.

 

2. WOODLYN PARK
ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ კუნძული

 

მწვანე მინდვრებში მდებარე მოტელი სტუმრებს 4 ტიპის ნომრებს სთავაზობს: 1918 წლის მატარებლის ვაგონს, ვიეტნამის ომში მონაწილე  საბძოლო თვითმფრინავს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საპატრულო ყატარღას და ბოლოს მიწისქვეშ, ჰობიტები სოროებში. ყველა ნომერი სამზარეულოთი, საპირფარეშოთი და შხაპით არის აღჭურვილი.

 

3. FREE SPIRIT SPHERES
კანადა, კუნძული ვანკუვერი

 

ისინი, ვისაც ამ ოტელში ღამის გატარების ბედნიერება ხვდა წილად მას „ჩიტების აკვანს“ ეძახიან. აქ მხოლოდ სამი „ნომერი“ ანუ ხეებზე ჩამოკიდებული მერქნის სფეროები. თითო სფერო მაცივრით და აუდიო სისტემით არის აღჭურვილი, რათა სტუმრებმა სასუსნავი მოიმარაგონ და საყვარელი მუსიკის თანხლებით ფოთლებში მოდუნდნენ. საპირფარეშოები და საშხაპეები კი მიწაზეა განთავსებული.

 

 

4 GREEN PLAZA SHINJUKU CAPSULE HOTEL
იაპონია, ტოკიო

 

„კაპსულების“ სასტუმრო წყალქვეშა ნავს ან კოსმოსურ ხომალდს უფრო ჰგავს. ოთახების ზომა სულ რაღაც 2х1х1 მეტრია. იაპონელები მათ „გაუმჯობესებულ კუბოებს“ ეძახიან. აქ დარჩენა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.

 
 
5. HOTEL DE VROUWE VAN STAVOREN
ჰოლანდია, სტავორენი
 

სასტუმრო ქალაქ სტავორენის ნავსაყუდელშია განლაგებული, მაგრამ იახტებზე გაშლილ ხედზე მეტად სტუმრებს 4 ნომერი იზიდავს - შვეიცარიული ღვინის კასრები. თითოს მოცულობა 14 500 ლიტრია. ამბობენ, აქ დასახლებისას ღვინის არომატს აუცილებლად იგრძნობთ.

 

 

 

 

 

 

Please reload

Please reload