top of page

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის უცნაური კანონები


იტალია: ვენეციაში ძველი შენობების დაცვის მიზნით მტრედების დაპურება იკრძალება. ამ კანონის დარღვევისთვის 600$-იანი ჯარიმა დაგეკისრებათ, მაგრამ თუ თანხას ადგილზე გადაიხდით ის მხოლოდ 60$ შეადგენს. ამასთან, ვენეციაში აკრძალულია შადრევნებში ბანაობა, სენდვიჩების ტროტუარზე ჭამა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პერანგის გარეშე გამოჩენა.

არაბთა გაერთიანებული ემირატები: ტურისტებმა, რომლებიც ემირატებს რამადანის თვეში სტუმრობენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ დროს ქვეყანაში საზოგადოებრივ ადგილებში ჭამა და დალევა იკრძალება.

ტაილანდი: აქ მოტოციკლით პერანგის გარეშე მგზავრობა იკრძალება. სატრანსპორტო საშუალების შიშველი ტორსით მართვისთვის 10 $-იანი ჯარიმა დაგეკისრებათ.

კანადა: 1985 წლის კანონის მიხედვით, აქ აკრძალულია 1 დოლარიანი მონეტებით 25$-ზე მეტი ღირებულების ნივთის საფასურის გადახდა. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი თანახმაა, ასეთი გარიგება შედგება, მაგრამ კანონის მიხედვით მას უფლებაა უარი უთხრას მყიდველს ხურდა ფულის მიღებაზე.

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი: ამ ქვეყნებში რკინიგზის სადგურებზე კოცნაობა იკრძალება. ასეთი კანონი იმის გამო მიიღეს, რომ ხშირად, მეტისმეტად ემოციური მგზავრების და მათი ახლობლების გამო მატარებლები სადგურებიდან დროზე ვერ გადიოდნენ.

დანია: კანონმდებლობის მიხედვით ავტომობილებმა მხოლოდ ჩართული ფარებით უნდა იმოძრაონ, რათა ადვილად მოხდეს მათი გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებებისგან გარჩევა. თუ ფარების ჩართვა დაგავიწყდათ 100 $-იანი ჯარიმა დაგეკისრებათ.

შვეიცარია: საღამოს 10 საათის შემდეგ უნიტაზის ხმაურიანად

ჩარეცხვა იკრძალება. თუმცა, თანამედროვე შვეიცარიული ტექნიკა ამ კანონის დარღვევას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ავსტრალია: ქალაქ მელბურნში მამაკაცის დაჯარიმება შეუძლიათ, თუ ქუჩაში უბრეტელო კაბით გამოჩნდება. ქალის სხვა სამოსის ტარებაზე მამაკაცებისთვის შეზღუდვები დაწესებული არ არის.

სინგაპური: აქ განსაკუთრებულად სისუფთავეზე ზრუნავენ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქვეყნის მოქალაქეებს და ტურისტებს ეკრძალებათ: ჩიტების კვება, გადაფურთხება და საზოგადოებრივ საპირფარეშოებში არ ჩარეცვხა. ამის გარდა სინგაპურში არ შეიძლება საღეჭი რეზინის ღეჭვა და გრაფიტის ხატვა.

შოტლანდია: და ბოლოს, კანონი, რომელიც შეიძლება გაჭირვებისას გამოგადგეთ. შოტალნდიის მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან სახლში ნებისმიერი ადამიანი შემოუშვან, რომელიც მათ კარზე საპირფარეშოს გამოყენების თხოვნით დააკაკუნებს.

Please reload

bottom of page