21 რჩევა ახალბედა მოგზაურს

ახალგაზრდა ამერიკელი ერიკ კიმი 30 დღის მანძილზე დამოუკიდებლად მოგზაურობდა ევროპაში. დაბრუნებისას მან თავისი დაკვირვებები გააზირა, რომლებიც ძალიან დაეხმარება მათ, ვინც ჯერ კიდევ გეგმავს ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას.
1. იმოგზაურეთ მსუბუქად
არაფერია ზურგზე აკიდებული ბარგით გადაადგილებაზე უარესი, როცა უბრალოდ მომენტით დატკბობა გინდათ.
2. ეკონომიურად ხარჯეთ, მაგრამ თავის განებივრებას ნუ დაივიწყებთ
ყოველ წახამსებაზე 20 დოლარის ხარჯვა არ ღირს, მაგრამ დროთადრო არ უნდა დაგეგნანოთ თანხა ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად.
3. ადგილობრივ ენაზე ისაუბრეთ
ალბათ ღელავთ, რომ უცხო სიტყვებს დაამახინჯებთ და კრიტიკის ობიექტი გახდებით, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქით არის. ხალხს უყვარს, როცა ტურისტები მათი კულტურის გაგებას ცდილობენ და ამაზე ძალიან თბილად რეაგირებენ.
4. დაგეგმეთ, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ
კარგია, როცა მოგზაურობისას დარმწნებული ხართ, რომ ღამის გასათენებელი ადგილი გაქვთ. მაგრამ მეორეს მხრივ, სპონტანურობა, მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. უცხო ქალაქში მოხვედრისას მხოლოდ რუკა შეიძინეთ და გამოკითხეთ ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის საუკეთესო ღირშესანიშნაობების შესახებ. დანარჩენი კი ბედს მიანდეთ.
5. ნუ გეშინიათ
შიში - აი რა აბრკოლებს ხალხს მოგზაურობისგან. გამგზავრებაზე ფიქრისას ხშირად ჩნდება აზრები: „ფული რომ არ მეყოს?“, „რომ გამძარცვონ?“, „რომ არ მომეწონოს?“ რა თქმა უნდა, ცუდი რამ ყველგან ხდება, მაგრამ ასე თუ იფიქრეთ თავგადასავალს ვერასოდეს განიცდით.
6. შეიძინეთ ახალი მეგობრები

როდესაც ჩემს მოგზაურობებს ვიხსენებ, საუკეთესო შთაბეჭდილებები ნანახ ადგილებს კი არა, ადამიანებს უკავშირდება. გამოყავით დრო სხვა მოგზაურებთან და ადგილობრივ მაცხვორებლებთან კონტაქტისთვის.
7. მცირე დროში ბევრი ადგილის მონახულებას, უფრო ნაკლები ადგილებში მეტი დროს გატარება სჯობს
მოგზაურობა საკმაოდ დამღლელია. დასასვენებელი დრო პრაქტიკულად არ გაქვთ. ასე რომ, სჯობს ენერგია დაზოგოთ და არსებული ატმოსფერო სრულად შეიგრძნოთ. რაც შიძლება მეტი ადგილის მონახულება გადაღლას გამოიწვევს და მოგზაურობას სიამოვნების ნაცვლად რუტინად გადააქცევს.
8. კარგად დაისვენეთ
თუ მოგზაურობისას საკუთარ თავს დასასვენებლად საკმარის დროს არ მისცემთ, უბედური იქნებით. სჯობს დღე ცოტა გვიან დაიწყოთ და ნაკლები რამ გააკეთოთ, ვიდრე დილაადრიან ადგეთ და თქვენი გეგმების შესრულებისთვის საკმარისი ენერგია არ გქონდეთ.
9. კვება
მოგზაურობისას კალორიების საწვავი აპარატი ხდებით. ნუ ფიქრობთ ისეთ წვრილმანებზე, როგორებიცაა შაქარი და ცხიმი. საკვების უზარმაზარი რაოდენობაც რომ მიიღოთ, სახლში მაინც საგრძნობლად გამხდარი დაბრუნდებით.
10. კარგი ზურგჩანთა
კი, შესაძლოა კარგი ზურგჩანთა 100 $-ზე მეტი დაგიჯდეთ, მაგრამ ეს ამად ღირს. ხარისხიანი ზურგჩანთა წყალგაუმტარი იქნება, სანდო ნაკერებით და ზურგისთვის მოსახერხებელი. თუ ამ ატრიბუტზე ეკონომიას გადაწყვეტთ, თქვენი ზურგი შეგიძულებთ.
11. გადაიღეთ სურათები, მაგრამ არა მუდმივად

თუ პირველად მოგზაურობთ ალბათ ნებისმიერი წვრილმანის დაფიქსირება მოგინდებათ. მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობისგან ჭეშმარიტი სიამოვნების მიღებაა და არა თითოეული წამის აღბეჭდის მცდელობა.
12. იმოგზაურეთ მარტომ
ბევრი ამბობს, რომ ეს მოგზაურობის საუკეთესო ხერხია. იმის გარდა, რომ საკუთარ თავს გაუგებთ, სხვა გზა არ გექნებათ და ახალ ხალხსაც გაიცნობთ.
13. იმოგზაურეთ მეგობართან ერთად
წინა პუნქტის მიუხედავად, მეგობართან ან მეგობრებთან მოგზაურობაც მშვენიერია. გაგიჩნდებათ მოგონებები, რომლებიც მხოლოდ თვენი საკუთრება გახდება. თანაც, ეს ფინანსურადაც ხელსაყრელია.
14. შეავსეთ დღიური
პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ამ წესს მივყვებოდი. კი, მოგზაურობის დროს ეს ხშირად რუტინად მეჩვენებოდა და წერა ყოველთვის მარტივი არ იყო. მაგრამ დღიურის გადაფურცვლის და მოგონებების გამოცცხლების შესაძლებლობა ამად ნამდვილად ღირს.
15. იმისთვის რომ იმოგზაუროთ არ არის აუცილებელი მდიდარი იყოთ
ჩემი პირველი მოგზაურობის დროს ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ არ მივეცი ფინანსურ მდგომარეობას უფლება ჩემთვის მსოფლიოს დანახავაში შეეშალა ხელი. გინდათ მოგზაურობა? უარი თქვით გარკვეულ რაღაცეებზე, ისესხეთ ან შეაგროვეთ ფული. ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელი მოგზაურობა არც თუ ისე ძვირია. თუ მოგზარუობა მართლა გინდათ ამას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ.
16. მუზეუმები გამოგფიტავთ: ფიზიკურად და მორალურად

არა, მუზეუმებში წასვლაზე უარს არ გათქმევინებთ, განსაკუთრებით თუ საქმე ევროპას ეხება. იქ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებია. მაგრამ, გაშეშებულ ექსპონატებს შორის სიარული ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. დღეში ერთ მეუზუმზე მეტის დათვალიერების მცდელობა კი ზედმეტი თვითდაჯერებულობა იქნება.
17. ნაცნობი გზიდან გადაუხვიეთ
კი, რა თქმა უნდა, ტრადიციული ტურისტული მიმართულებები ძალიან კარგია, თუმცა ყველაზე ლამაზი ადგილები, რომლებიც მე ვნახე პოპულარული ღირშესანიშნაობები კი არა, უფრო დამალული მარგალიტებია, რომლებსაც შმთხვევით გადავეყარე. ასე რომ ნუ ცდილობთ ყოველთვის პოპულარულ ადგილებშ ისეირნოთ, ნება მიეცით თქვენს ცნობისმოყვარეობას იდუმალ ალეებში, უცნაური ხიდების და უცნობი ქუჩების გავლით გაგატაროთ.
18. გამოტოვეთ ის, რაც არ გაინტერესებთ
ნუ აიძულებთ თავს აკეთოთ ის, რაც არ გაინტერესებთ. მაგალითად, თუ ცნობილ ადგილას აღმოჩნდით, ის კი თქვენზე არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს, იქ დარჩენას არავინ გაიძულებთ. ის, რაც ვისთვის განძია, თქვენთვის შეიძლება არაფერს არ წარმოადგენდეს. ეს ნორმალურია.
19. ნუ გერიდებათ დახმარების თხოვნა

მოდით ვაღიაროთ: მოგზაურობისას დღეში რამდენჯერმე დაკარგვის შანსი საკმაოდ მაღალია. ნუ ღელავთ იმაზე, რომ „გზააბნეული ტურისტის“ იმიჯი შეგექმნებათ, დაივიწყეთ სიამაყე და დახმარება ითხოვეთ. უბრალოდ გასაოცარია რამხელა სიამოვნებით დაგეხმარებათ ხალხი.
20. გაიღიმეთ!
მნიშვნელობა არ აქვს ვის ესაუბრებით: ჰოსტელის მენეჯერს თუ შემთხვევით გამვლელს ქუჩაში - რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ. როცა იღიმებით გარშმომყოფებს უფრო სასიამოვნოდ ეჩვენებით, რაც შიძება საინტერესო საუბრის ან ნაცნობობის საწინდარი გახდეს.
21.სახლი იქ არის, სადაც გულია
ევროპაში 30 დღიანი მოგზაურობის დროს სახლი უფრო მეტად შემიყვარდა. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები დავათვალიერე, ეკზოტიკური კერძებით ვსადილობდი, მივხვდი, რომ იმის უმეტესობა, რაც საზღვარგარეთ საიმოვნებას მანიჭებდა ჩემსავე სახლშია ხელმისაწვდომი. მოგზაურობაზე უარის თქმას არ გაიძულებთ. პირიქით, როცა სახლში დასვენებული დაბრუნდებით უფრო მეტად დააფასებთ იმას, რაც გაქვთ.