ბრიუსელი „ზამთრის საოცრებათა” ფესტივალს მასპინძლობს

ბრიუსელი „ზამთრის საოცრებათა“ ფესტივალს მასპინძლობს. ულამაზეს სანახაობას უკვე ტრადიციული სახე აქვს და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება. საშობაო ბაზრობაზე მისულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, რომ უგემრიელესი ტკბილეული დააგემოვნონ და ამავდროულად სინათლისა და ხმის შოუც იხილონ. ფესტივალი ასევე სხვადასხვა ატრაქციონებს, ყინულის მოედანს და ეშმაკის ბორბალსაც კი მოიცავს. რაც ყველაზე მთავარია შოუზე დასწრება სრულიად უფასოა. აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბერს ბრიუსელში გრანდიოზული ფეირვერკი გაიმართება და ამ დროს ქალაქში უამრავ ტურისტს ელოდებიან.
