top of page

ფლორენცია - იტალიური რენესანსის აკვანი


თუ საბერძნეთი ცნობილია თავისი უნიკალური კუნძულებით, იტალია ცნობილია თავისი უნიკალური ქალაქებით. ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ფლორენცია, რომელსაც ხშირად შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებენ.

თანამედროვე ფლორენციაში 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე იტალიის დედაქალაქ რომში. თუმცა ამის მიუხედევად შეგვიძლია ფლორენცია იტალიის კულტურულ და ხელოვნების დედაქალაქად მივიჩნიოთ. სწორედ ფლორენცია გახდა რენესანსის სამშობლო, ხოლო თანამედროვე იტალიური ენა ფლორენციულ-ტოსკანური დიალექტისგან წარმოიშვა. ქალაქში ძალიან ბევრი არქიტექტურული და კულტურული შედევრია თავმოყრილი. მათგან გამოსარჩევია: უფიცია გალერეა და აკადემია, პონტე ვეკიო, სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი და ა.შ. ის არის სამშობლო ისეთი ისტორიული პიროვნებებისა, როგორებიც არიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დანტე და გალილეი. ფლორენციამ XIII—XVII საუკუნეებში ევროპის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფლორენციული მონეტა კი მთელი ევროპისთვის ნიმუში გახდა.

Please reload

bottom of page