ფლორენცია - იტალიური რენესანსის აკვანი

15 Feb 2017

თუ საბერძნეთი ცნობილია თავისი უნიკალური კუნძულებით, იტალია ცნობილია თავისი უნიკალური ქალაქებით. ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ფლორენცია, რომელსაც ხშირად შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებენ. 

თანამედროვე ფლორენციაში 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე იტალიის დედაქალაქ რომში. თუმცა ამის მიუხედევად შეგვიძლია ფლორენცია იტალიის კულტურულ  და ხელოვნების დედაქალაქად მივიჩნიოთ. სწორედ ფლორენცია გახდა რენესანსის სამშობლო, ხოლო თანამედროვე იტალიური ენა ფლორენციულ-ტოსკანური დიალექტისგან წარმოიშვა. ქალაქში ძალიან ბევრი არქიტექტურული და კულტურული შედევრია თავმოყრილი. მათგან გამოსარჩევია: უფიცია გალერეა და აკადემია, პონტე ვეკიო, სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარი და ა.შ. ის არის სამშობლო ისეთი ისტორიული პიროვნებებისა, როგორებიც არიან: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დანტე და გალილეი. ფლორენციამ XIII—XVII საუკუნეებში ევროპის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფლორენციული მონეტა კი მთელი ევროპისთვის ნიმუში გახდა.

 

 

 

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია