ქურთუკი-ჩემოდანი, ატარეთ თქვენი ბარგი თან


მოგზაურთათვის დიდ დროს მოითხოვს სამოგზაურო ჩემოდნის სწორად შერჩევა და ტანსაცმლის გადანაწილება ისე, რომ წონაც არ გადააჭარბოთ. მაგრამ ინოვაციური დიზაინის ქურთუკით ზედმეტი კილოგრამების თავიდან აცილება უკვე შესაძლებელია. აეროპორტის ქურთუკი შეიქმნა იმისთვის, რომ მგზავრებმა 15 კილომდე ბარგის გადატანა შეძლონ. ქურთუკს 14 ჯიბე აქვს, მასში ეტევა ლეპტოპი, კამერა და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელიც კი. მისი შექმნელი ენდი ბენკის თქმით აეროპორტის ქურთუკით მგზავრებს საშუალება ექნებათ თვითმფრინავში აიტანონ ყველა საჭირო ნივთი ისე, რომ არ მოუწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა ან ნერვიულობა ბარგის დაკარგვაზე. ქურთუკის სამნაირად ტარებაა შესაძლებელი, იქიდან გამომდინარე, თუ რა სივრცეა საჭირო ბარგისთვის.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია