როგორ შეიცვალა ჰოსტელები ევროპაში?
ჰოსტელების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებით შეიცვალა ბოლო პერიოდში. წლების წინ ჰოსტელებს ძირითადად მოხეტიალე ტურისტები სტუმრობდნენ, მაგრამ დღესდღეობით ჰოსტელებს დიდ ქალაქებში ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ვისაც არ სურს სასტუმროში გაჩერება. პირველი ჰოსტელი 1900 წელს გახსნა გერმანელმა მასწავლებელმა რინეს ხეობაში, რომელიც ახლაც არსებობს.

ჰოსტელების უპირატესობა მათ დაბალ ფასებშია. ჯგუფური ოთახი, 4 საწოლით და საერთო აბაზანით დღიურად 15 ევრო ღირს, ხოლო ერთი ოთახი პირადი აბაზანით მხოლოდ 50 ევრომდე. ზოგიერთი თანამედროვე ჰოსტელი პენტაუზებსაც გვთავაზობენ.
ჰოსტელების მენეჯერები ამბობენ, რომ სტუმრების კატეგორიაც შეიცვალა და მათ სტუმრობს ოჯახები შვილებთან ერთად, საქმიანი ადამიანები და ასაკოვანი ტურისტებიც. წინა წლებში ჰოსტელები ცნობილი იყო თავიანთი დიდი ოთახებით, რომლებიც საერთო საცხოვრებელს ჰგავდა და ვიზიტორებს არ ადარდებდათ უცნობ ხალხთან ერთად ძილი, რადგან იაფი იყო.
დღეს დიდ ქალაქებში კი ჰოსტელები თანამედროვედ გაფორმებულია, ინტერიერი ფერადი, თავიანთი კაფე-ბარებით და ინტერნეტ კაფეებით.


უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული ჰოსტელში დარჩენით იქაური ატმოსფეროს გამო, სადაც ადვილია ადამიანებთან კონტაქტი და ახალი მეგობრების შეძენა. დამატებით ჰოსტელების ადმინისტრაცია ტურისტებს ეხმარებიან ველოსიპედების დაქირავებაში, ტურების დაგეგმასა და თეატრის იაფფასიანი ბილეთის ყიდვაში.
